II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი ავღანეთშია საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი ავღანეთში ჩავიდა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბატალიონს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი მურთაზ გუჯეჯიანი, III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი რომან სანიკიძე და 32-ე ბატალიონის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი სკოტ მეიფილდი დახვდნენ.
უწყების განმარტებით, II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი ავღანეთში მყოფ III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონს ჩაანაცვლებს და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, რიგით მე-5 როტაციას, აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას შეასრულებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.