შს სამინისტრომ ფონიჭალასა და გურჯაანში 5 პირი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავა
05-04-2017, 03:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 5 პირი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ში ცოტა ხნის წინათ საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

 

 

„შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფონიჭალასა და გურჯაანში, ხუთი პირი: 1993 წელს დაბადებული სურამი მ., 1987 წელს დაბადებული, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე რუსლან ი., 1990 წელს დაბადებული არაზ ა., 1983 წელს დაბადებული ელმადინ მ. და 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნიზადილ გ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს.

 

 

სამართალდამცველებმა სურამი მ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას - 24 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი, არაზ ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას - 3,2181 გრ ჰეროინი, ელმადინ მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას - 22 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი, ნიზადილ გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას - 23 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი, რუსლან ი.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი 3,9872 გრ ჰეროინი და 1,5 გრ ფსიქოტროპული საშუალება „პრეგაბალინი“ ამოიღეს.

 

 

სულ ამოღებულია, დაახლოებით, 13 გრამი ჰეროინი.

 

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ხუთივე ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ ასევე ამოიღო ნარკორეალიზატორთა მიერ მოქალაქეთათვის მიყიდული 0,6069 გრამი ჰეროინი.

 

 

გამოძიება სურამი მ.-ს მიმართ საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, რუსლან ი.-ს მიმართ 260-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით და 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, არაზ ა.-ს მიმართ 260-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ნიზადილ გ.-ს მიმართ 260-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, ელმადინ მ.-ს მიმართ 260-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს.

 

 

აღსანიშნავია, რომ შს სამინისტრომ, მთელი საქართველოს მასშტაბით, 2016 წლიდან დღემდე, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების ბრალდებით 33 პირი დააკავა", აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი