გიორგი გახარია: ჩვენ ვართ მთის ქვეყანა და ჩვენი, როგორც ტურისტული ქვეყნის ბრენდინგის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს მთის კურორტები
05-04-2017, 03:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების მე-3 საერთაშორისო კონფერენცია „ინოვაციური სტრატეგიები სამთო ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის“ დღეს თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიხსნა.

 


კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტალებ რიფაიმ და კორეის ქალაქ ულსანის მერის მოადგილემ ჰიო იონ ვუკმა მიმართეს.

 

 

საერთაშორისო კონფერენციაში 300-მდე დელეგატი მონაწილეობს.

 


„სახელმწიფო მთის კურორტების განვითარებაში ძალზე კონცრენტრირებულად ხარჯავს საკმაოდ დიდ რესურსებს, შესაბამისად, ეს კონფერენციაც არის ამ რესურსებისა და ამ აქტივობების დაფასება. ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ ვართ მთის ქვეყანა და ჩვენი, როგორც ტურისტული ქვეყნის ბრენდინგის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს მთის კურორტები. ამიტომ ვთვლით, რომ ეს მიმართულება ჩვენი ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი სტრატეგიული ნაწილია და ეს კონფერენცია ძალიან ხელსაყრელია იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის პრომოცია“ განუცხადა მედიის წარმომადგენლებს გიორგი გახარიამ.

 


ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის ინფორმაციით, კონფერენციაში მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის უცხოელი დელეგატი მონაწილეობს.

 

 

„კონფერენცია ხელს შეუწყობს მსოფლიოში უკვე არსებული დიდი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას ჩვენს ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს საქართველოში როგორც მთის კურორტების, ასევე ზოგადად ტურიზმის განვითარებას“ აღნიშნა ჩოგოვაძემ.

 


„ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე სამთო კურორტების განვითარებისთვის, რადგან თბილისში ჩამოსულია ძალიან ბევრი ექსპერტი, ინვესტორი და მთის მენეჯერი, რომლებიც ეცნობიან საქართველოს პოტენციალს სამთო კურორტებზე. ამ კონფერენციაზე განხილული იქნება ის პრობლემები და გამოწვევები, რაც დღეს არსებობს სამთო კურორტებზე მთელ მსოფლიოში. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ამ დიდ ოჯახში ვართ ერთ-ერთი მთავარი ფიგურა დღეს - გვეკითხებიან, ჩვენც ვეკითხებით და ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას“ განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.

 


ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ სამთო კურორტების განვითარებისა და სეზონის მთელი წლის განმავლობაში გახანგრძლივების, ახალი ბაზრების დივერსიფიკაცის, ინვესტიციების სტიმულირებისთვის სამთო კურორტებზე ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბების, სამთო ტურიზმის სფეროში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს და ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ. კონფერენციის მონაწილეები ასევე იმსჯელებენ საერთაშორისო ბაზრებზე სამთო კურორტების პოპულარიზაციის კუთხით ინოვაციური მეთოდების გამოყენებისა და იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც გარემოს, სტრუქტურულ და მარკეტინგულ სფეროებს უკავშირდება.

 


კონფერენციაში მონაწილეობენ სამთო ტურიზმის მსოფლიოში ცნობილი ექპერტები და სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის არიან საფრანგეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების სამინისტროს ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი, საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენელი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში და Atout France-ეს ადმინისტრატორი მიშელ დურიუ, MDP კონსალტინგის პრეზიდენტი პასკალ ღუ, შვეიცარიის ლოზანის ტექნოლოგიების ფედერალური ინსტიტუტის დოქტორი ფიონა პია, ჩინეთის ტურიზმის კვლევის ინსტიტუტის დამაარსებელი ვოლფგანგ არლტი, ირანის სამთო ფედერაციის საერთაშორისო საქმიანობის პრეზიდენტი მაჰმუდ ჰაშემი, მსოფლიოში ცნობილი ალპინისტი ქეისი ოდაუდი და კონფერენციის სხვა დელეგატები.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი