გერმანიაში ძლიერი ქარიშხლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა
01-04-2015, 02:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


გერმანიაში ძლიერი ქარიშხლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ “ბიბისი” იტყობინება. ქარიშხალმა ავსტრიასა და შვეიცარიასაც გადაუარა. ქარის სიჩქარემ საათში 190 კილომეტრს გადააჭარბა.

 

სტიქიის შედეგად დაზიანდა ავტომობილები და ელექტროგადამცემი ხაზები, ქარმა მოგლიჯა ხეები. გერმანიაში პარალიზებულია სატრანსპორტო სისტემა, სარკინიგზო მიმოსვლა შეწყდა დიუსელდორფსა და კიოლნს შორის, ასევე დიუსელდორფსა და დუისბურგს შორის. გაუქმდა 150-მდე ავიარეისი ფრანკფურტის აეროპორტიდან, მიუნხენის ცენტრალური სადგურიდან კი მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც ქარმა სადგურს სახურავი ახადა. ამ დროისათვის ქარის სიჩქარე შემცირდა, სატრანსპორტო მიმოსვლა კი ნაწილობრივ აღდგენილია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი