თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი თემურ ქოჩიაშვილი საკრებულოში ქ. თერჯოლის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ლილუაშვილთან ერთად ბეტონის ნაკეთობათა საამქროში იმყოფებოდა, სადაც გამგეობის მიერ ელექტრონული ტენდერით შეძენილი დასაწყობებული სამშენებლო მასალა სახლდაზიანებულთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 38 ოჯახს გადაეცა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე გაიცა შემდეგი სახის სამშენებლო მასალები: მოთუთიებული (გოფრირებული) თუნუქი, ბლოკი, დახერხილი ხის მასალა, ცემენტი, არმატურა.
მასალების გადაცემის პროცესს ასევე ესწრებოდნენ გამგებლის მოადგილე ნუკრი სარდანაძე და ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და საზოგადოებრივი მომსახურეობის სამსახურის უფროსი ზაზა წულუკიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.