თემურ ქოჩიაშვილმა თერჯოლის მონაკვეთზე ავტომაგისტრალის მშენებლებთან ჩოლაბურის ხიდის ქვეშ შემოვლითი გზის გაყვანის შესაძლებლობა განიხილა
05-04-2017, 10:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი თემურ ქოჩიაშვილი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ერთად ჩოლაბურის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გადასასვლელი გზის მოწყობის შესაძლებლობა განიხილა.

 


„მდინარე ჩოლაბურის მარჯვენა სანაპიროზე განლაგებული ორგანიზაციებისა და ასევე თერჯოლის მოსახლეობის გარკვეული ნაწილისათვის, რომელთა სასოფლო-სამეურნეო სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთები მდებარეობს ამ მიმართულებით, ერთადერთი გამოსავალი ჩოლაბურის ხიდის ქვეშ შემოვლითი გზის გაყვანაა, რომელიც შეუერთდება სოფელ ღვანკითიდან მომავალ გზას და მოხსნის ყველა იმ პრობლემას, რომლის წინაშეც დადგა მოსახლეობა ავტობანის გაყვანის გამო. მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ვიმედოვნებ, რომ საკითხი მოსახლეობის სასარგებლოდ გადაწყდება“, აღნიშნა თემურ ქოჩიაშვილმა.

 


ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი