მექსიკის საზღვრიდან აშშ-ში შემსვლელი უკანონო ემიგრანტების რაოდენობამ 17 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია
05-04-2017, 12:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებიც მექსიკის საზღვრიდან შეერთებულ შტატებში შესვლისას იქნენ დაპატიმრებულნი, 17 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.

 


როგორც BBC ამერიკის შეერთებული შტატების საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, მარტში 17 000-მდე დაპატიმრება განხორციელდა.

 


ჰოუმლენდის უსაფრთხოების მდივანმა ჯონ კელიმ კონგრესს უთხრა, რომ დაპატიმრებათა შემცირება „შემთხვევითი არაა“ და ამას იგი პრეზიდენტ ტრამპს მიაწერს.

 

 

 

(ჰოუმლენდის უსაფრთხოების მდივანი ჯონ კელი)

 


შეერთებული შტატების მთავრობამ სამშაბათს კონტრაქტორებისაგან საზღვრის კედლის საცდელი მაკეტის შეთავაზებების მიღება დაიწყო.

 


„ჩვენ ვიხილეთ აბსოლუტურად განსაცვიფრებელი ვარდნა იმ მიგრანტების რაოდენობისა, რომლებიც ცენტრალური ამერიკიდან შემოდიან და საშინლად სახიფათო მარშრუტს იყენებენ ცენტრალური ამერიკიდან შეერთებულ შტატებში შემოსასვლელად“, უთხრა სამხედრო-საზღვაო ფლოტის გადამდგარმა გენერალმა ჯონ კელიმ პანელს.

 


„მარტის მონაცემები დაახლოებით 71%-ით დაბალია 2016 წლის დეკემბერთან შედარებით, როცა რაოდენობამ 58 478 შეადგინა“, აღნიშნა კელიმ და დაამატა:

 


„მაგრამ, მაშინ როცა უკანონო მიგრაციის შემცირება კარგი ახალი ამბავია, ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი სამხრეთის საზღვრის უსაფრთხოება რჩება პრიორიტეტული, რათა დაცული იყოს სახელმწიფო ტერორისტებისა და სხვა კრიმინალებისაგან“.

 


შეერთებული შტატების საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახურის მონაცემების თანახმად, თებერვალში მექსიკის საზღვარზე 23 589 ემიგრანტი დააპატიმრეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი