რუსეთის უზენაესმა სასამართლომ იეჰოვას მოწმეების აკრძალვის და მათი ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადების სარჩელის განხილვა დაიწყო
06-04-2017, 00:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ მთავრობის წინადადების განხილვა დაიწყო, რომელიც იეჰოვას მოწმეების აკრძალვას და მათ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას ითხოვს.

 


BBC-ის ცნობით, იუსტიციის სამინისტრომ იეჰოვას მოწმეთა სანკტ-პეტერბურგის სიახლოვეს მდებარე შტაბ-ბინები უკვე შეიყვანა ექსტრემისტული დაჯგუფებების სიაში.

 


ქრისტიანობაზე დაფუძნებული მოძრაობის წევრთა რაოდენობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით სავარაუდოდ 8 მილიონ ადამიანს შეადგენს. იეჰოვას მოწმეები თავიანთ რწმენაზე სხვების მოსაქცევად კარდაკარ დადიან. მათ რუსეთში 175 000 წევრი ჰყავთ და მთელ ქვეყანაში 395 ფილიალი აქვთ.

 


მოსკოვში ოთხშაბათს დაწყებული სასამართლო საქმის განხილვისას ადვოკატებმა, რომლებიც აღნიშნული მოძრაობის წარმომადგენლები არიან, უმაღლეს სასამართლოს მისაგებებელი სარჩელით მიმართეს და მოითხოვეს, იეჰოვას მოწმეები პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად და იუსტიის სამინისტროს ქმედება კანონგარეშედ გამოაცხადონ.

 


Russia's legal information agency -ის ინფორმაციით, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ეს არ იყო მისი იურისდიქციის ნაწილი, მაგრამ არ უთქვამს, თუ ვისი პრეროგატივა გახლდათ აღნიშნული.

 


რუსეთის იუსტიციის სამინისტრო ამტკიცებს, რომ იეჰოვას მოწმეების აქტივისტები „რუსეთის კანონს არღვევენ ექსტრემიზმთან ბრძოლაში“ და მათმა ბროშურებმა წააქეზა სიძულვილი სხვა ჯგუფების წინააღმდეგ.

 


იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელმა იაროსლავ სივულსკიმ BBC-ის უთხრა, რომ მოძრაობას არაფერი აქვს საერთო ექსტრემიზმთან და მან დაიჩივლა, რომ თითოეული სარჩელის განხილვისას სასამართლოები რეალურად არასოდეს ისმენდნენ მათ არგუმენტებს.

 


ერთ-ერთ ბროშურაში მოყვანილი იყო მწერალ ლევ ტოლსტოის ციტატა, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დოქტრინას აღწერს, როგორც ცრუმორწმუნეობას და გრძნეულებას, როგორც ამას BBC-ის კორესპონდენტი სარა რეინსფორდი გადმოსცემს.

 


იეჰოვას მოწმეთა ჯგუფი შეერთებულ შტატებში მე-19 საუკუნის ბოლოსკენ დაარსდა და როგორც BBC წერს, საბჭოთა კავშირში იოსებ სტალინის მმართველობისას, ტერორის ეპოქაში ის კანონგარეშედ გამოცხადდა და მისი ათასობით წევრი ციმბირში იქნა დეპორტირებული. დევნა სხვა ქრისტიანულ ჯგუფებზეც განხორციელდა, ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთში ქრისტიანობის აღორძინება დაიწყო და 1991 წელს იეჰოვას მოწმეებზე აკრძალვა მოიხსნა.

 


იეჰოვას მოწმეები ბიბლიის უმეტეს ნაწილს სიტყვასიტყვით იღებენ და უარს ამბობენ სისხლის გადასხმაზე და სხვა სამედიცინო დახმარებაზე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი