გიორგი კვირიკაშვილი თხოვნით მიმართავს მოსახლეობას, თავი შეიკავონ „წითელი ნუსხით“ დაცული კოლხური ბზის მოჭრისგან და უკვე მოჭრილი ბზის ტოტები გამოიყენონ მის გასამრავლებლად
06-04-2017, 01:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, შეუერთდეს აქციას - „გაახარე შენი ბზა!“ მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თხოვნით მიმართა საქართველოს მოსახლეობას, თავი შეიკავონ „წითელი ნუსხით“ დაცული კოლხური ბზის მოჭრისგან და უკვე მოჭრილი ბზის ტოტები გამოიყენონ მის გასამრავლებლად.

 


„მინდა, მადლობა გადავუხადო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იმ აქტივობისთვის, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ეკლესიასთან ერთად, რათა მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ „წითელ ნუსხაში“ შეტანილ ამ უძვირფასეს მცენარეს - კოლხურ ბზას. მოსახლეობას წინასწარ ვულოცავ ბზობის დღესასწაულს და ვთხოვ, რომ თავი შეიკავონ ბზის გაჩეხვისგან და უკვე მოჭრილი ბზის ტოტები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ, პირიქით, გავამრავლოთ ეს ულამაზესი მცენარე. გასული წლების ისტორიით თუ ვიმსჯელებთ, უმოწყალოდ ხდება ამ მცენარის განადგურება, რაც არ უნდა დავუშვათ. კარგია, რომ ამ მიმართულებით მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები გაითვალისწინებენ ამ მნიშვნელოვან თხოვნას. დღესასწაული კარგია, ჩვენ ყველანი ერთად ვზეიმობთ, თუმცა მცენარესაც უნდა გავუფრთხილდეთ,“ განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი