ნატოს კვირეულის ფარგლებში, ქართული მედიის წარმომადგენლებისთვის ღონისძიება - „ერთი დღე ჯარში" გაიმართა
06-04-2017, 04:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატოს კვირეულის ფარგლებში, ქართული მედიის წარმომადგენლებისთვის ვაზიანის IV მექანიზებული ბრიგადის სამხედრო ბაზაზასა და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ღონისძიება - „ერთი დღე ჯარში" გაიმართა.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სხვადასხვა ტელევიზიისა და საინფორმაციო სააგენტოს წარმომადგენლების „ერთი დღე ჯარში“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას მიმართვით დაიწყო. მან ყურადღება ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, თანამშრომლობის მექანიზმებსა და ფორმატებზე, ასევე რეგიონულ უსაფრთხოებაზე გაამახვილა და ამ კონტექსტში ჟურნალისტებისთვის ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რათა სწორი გზავნილი საზოგადოებასთან სწორედ მათ უნდა მიიტანონ.

 


ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, ნატოს კვირეულის მნიშვნელობაზე, კავკასიის რეგიონისა და შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და მასში ნატოს ჩართულობაზე ჟურნალისტებს ლექცია სხვადასხვა მომხსენებელმა ჩაუტარა. ოფიცრებმა კი, მედიას სამხედრო ბაზაზე არსებული უსაფრთხოების წესები დეტალურად გააცნეს. საუბარი ასევე, შეეხო JTEC-ის ამოცანებსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობის მნიშვნელობას.

 


ჟურნალისტებისათვის ყველაზე საინტერესო სიმულაციური ცენტრი და ვაზიანის სასროლეთი აღმოჩნდა. მედია სხვადასხვა სასწავლო პროცესში ჩაეღთო და სამხედრო ტექნიკაც დაათვალიერა.

 


ნატოს კვირეული საქართველოში მეათედ ტარდება. ღონისძიება სსიპ "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი