გურამ რჩეულიშვილმა გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. საპატიმრო დაწესებულებასთან მას ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები შეხვდნენ.
რჩეულიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს მიიღო.
გათავისუფლების მოთხოვნა 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პროკურატურამ დააყენა, თუმცა, საბოლოო ჯამში მოსამართლემ რჩეულიშვილი 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. რჩეულიშვილს 9-თვიანი პატიმრობის ვადა რამდენიმე დღეში ეწურებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.