ნატოს დღეების ფარგლებში, საჯარო ლექცია თემაზე „საქართველოს მონაწილეობა სამშვიდობო მისიებში“ გაიმართა
07-04-2017, 11:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ საჯარო ლექცია თემაზე „საქართველოს მონაწილეობა სამშვიდობო მისიებში“ გამართა.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღონისძიება ნატოს დღეების ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში განხორციელდა. საჯარო ლექციას დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრები და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები დაესწრნენ.

 


გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ სხვადასხვა სამშვიდობო მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობაზე ისაუბრა. ლექციის დასასრულს შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

 


ნატოს დღეები საქართველოში 2-დან 11 აპრილამდე წელს მეათედ იმართება. ნატოს დღეების ფარგლებში სხვადასხვა საჯარო შეხვედრა, ასევე შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებაა დაგეგმილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი