შსს-მ წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავა, რომლებმაც თერჯოლის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა განახორციელეს
08-04-2017, 00:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სამი პირი: 1982 წელს დაბადებული, წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევი კ.მ., 1976 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისთვის, ქურდობისა და ხულიგნობისთვის ნასამართლევი გ.ზ. და 1981 წელს დაბადებული, ნარკოდანაშაულისთვის პასუხისგებაში მიცემული დ.კ. დააკავეს.

 


შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 30 მარტს ნიღბიანი ბრალდებულები თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, პისტოლეტითა და ცივი იარაღით ყაჩაღურად თავს დაესხნენ გ.ბ.-ს ოჯახს, საიდანაც ძალადობითა და ძალადობის მუქარით გაიტაცეს ფოტოაპარატი, ე.წ. პლეიერი, კომპიუტერული თამაშების მოწყობილობა - ე.წ. ფლეი სთეიშენი, ოქროს სამკაულები, 500 ლარი, საბანკო პლასტიკური ბარათები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

 


სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ტყიბულსა და წყალტუბოში დააკავეს. პოლიციამ, დ.კ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ყაჩაღობისას გატაცებული ე.წ. პლეიერი, ხოლო მისი პირადი ჩხრეკისას - ნაყაჩაღარი ფოტოაპარატი, ე.წ. ფლეი სთეიშენი, გატაცებული ოქროს სამკაულების გადადნობის შედეგად დამზადებული ბაჯაღლო ოქროს ბეჭედი ნივთმტკიცებად ამოიღო. გ.ზ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია არარეგისტრირებელი ერთლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფი და გატაცებული საკრედიტო ბარათი, კ.მ.-ს საცხოვრებელ სახლიდან კი ამოღებული იქნა უნომრო პისტოლეტი, ერთი მჭიდითა და სამი საბრძოლო ვაზნით.

 


გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი