საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებში ორი ასეულის გადამზადება დასრულდა
08-04-2017, 01:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულებისა და რეინჯერთა ბატალიონების ასეულებმა ერთთვიანი გადამზადება დაასრულეს.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქართველ სამხედროებს სწავლება ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა ჩაუტარეს.

 


სწავლების გამოშვების ცერემონიალი დღეს, სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე დაესწრნენ.

 


სიტყვით მიმართვისას თავდაცვის მინისტრმა ქართველ სამხედროებს სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცა და გაწეული სამსახურისთვის ამერიკელ ინსტრუქტორებს მადლობა გადაუხადა. ლევან იზორიამ აშშ-ის საქართველოსადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღნიშნა და განაცხადა, რომ მსგავსი წვრთნები სტრატეგიულ პარტნიორთან საუკეთესო დაახლოების საშუალებაა.

 


აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ ქართველ და ამერიკელ ხალხებს შორის მეგობრობას ხაზი გაუსვა და ქართველების ტრადიციები და სტუმართმოყვარეობა აღნიშნა. მისი თქმით, მსგავსი წვრთნები მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებასა და გამყარებასაც ემსახურება.

 


ღონისძიების ფარგლებში, კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. სწავლებაში მონაწილე სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა კი, ამერიკელ ინსტრუქტორებს სასაჩუქრე დაფები და ქართული ტრადიციული ნივთები გადასცეს.

 


უწყების ინფორმაციით, სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულებისა და რეინჯერთა ბატალიონების ასეულებმა ერთი თვის განმავლობაში დღისა და ღამის პირობებში გადამზადება საცეცხლე, საინჟინრო და ტაქტიკურ მომზადებაში გაიარეს. ქართველ სამხედროებს ბრძოლა იმიტირებულ დასახლებულ პუნქტშიც მოუწიათ. სწავლება მიზნად საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მუდმივ მზადყოფნას და თანამედროვე სპეცდანიშნულების საბრძოლო გამოცდილების გაზიარებას ისახავს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი