9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, რომელმაც 9 აპრილს გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. საქართველოს პრემიერ მინისტრმა კი 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას.
„1989 წლის 9 აპრილი უკავშირდება ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის, ხოლო 1991 წლის 9 აპრილი უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას. ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რომელიც ასოცირდება ჩვენი ხალხის ბრძოლასთან დამოუკიდებლობისთვის. 1989 წლის 9 აპრილს საქართველომ მსხვერპლად მიიტანა ამ იდეისთვის ბრძოლაში სხვადასხვა თაობის არაერთი ადამიანის სიცოცხლე. ამ მოვლენიდან 2 წლის თავზე, 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც საქართველოს მოსახლეობამ ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას და შემდეგ 9 აპრილს უკვე დადასტურდა საპარლამენტო გადაწყვეტილებით. ამიტომ, ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველო იყოს ერთიანი, მთლიანი და დამოუკიდებელი, ახდეს ის ოცნება, რომელიც 28 წლის წინ, აქ მყოფ გულანთებულ ადამიანებს ჰქონდათ. ერთი წამით არ მეპარება ეჭვი, რომ ეს ოცნება ახდება“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.