საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
09-04-2017, 07:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და რუსთაველის გამზირზე 28 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

 


„დღეს არის 9 აპრილის ტრაგედიის 28-ე წლისთავი და უმნიშვნელოვანესია, რომ არასოდეს დავივიწყოთ ის ტრაგედია და ადამიანები, რომლებიც დამოუკიდებლობის აღდგენის გარიჟრაჟზე, ასე თავდადებით იცავდნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისკენ მიმავალ გზას.

 


მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ ტრაგედიიდან 2 წლისთავზე, უკვე 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, 9 აპრილს მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის გაფორმება შესაბამისი აქტით და ეს არის ნამდვილად სასიხარულო და აღსანიშნავი დღე“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 


სახელმწიფოს მეთაური დღეს ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმსაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ საქართველოსთან ერთად საერთაშორისო საზოგადოება გმობს მიმდინარე პროცესებს.

 


„დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამწუხარო თარიღია - ტარდება რეფერენდუმი ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მთელ პროგრესულ კაცობრიობასთან ერთად; მათთან ერთად, ვისაც სჯერა საერთაშორისო სამართლის, ადამიანის უფლებების; მათთან ერთად ვისაც სჯერა, რომ არ შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება, როდესაც შენ გყავს ამ ტერიტორიებიდან იძულებით განდევნილი აქ მაცხოვრებელი ენდემური მოსახლეობა; რომელსაც სჯერა, რომ მიუღებელია მეზობელი ქვეყნის ოკუპაცია და არ იღებს იმ ანექსიურ პოლიტიკას, რომელიც ინიცირებულია, სამწუხაროდ, ჩვენი მეზობლის - რუსეთის ფედერაციის მიერ, ჩვენ ძალიან მტკიცედ, ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად ვგმობთ ამ აქტს, რომელიც დღეს მიმდინარეობს და, ბუნებრივია, მას არავინ მიიღებს და გაითვალისწინებს“, აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 


გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოსახლეობას დღევანდელი საუფლო დღესასწაული ბზობაც მიულოცა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი