9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი ასპინძაში მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ლევან ცაბაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს.
როგორც Guardian.ge-ს ასპინძის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მამა ზაქარიამ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პარაკლისი გადაიხადა. პარაკლისის დასრულების შემდეგ ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,წუნდამ" რამდენიმე ხალხური სიმღერა შეასრულა. სიმღერის ფონზე ასევე, წაიკითხეს პატრიოტული ლექსები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.