დავით სერგეენკო: 600 000-მდე სოციალურად დაუცველი და მარტოხელა პენსიონერი 30-მდე დასახელების მედიკამენტს უფასოდ მიიღებს
10-04-2017, 04:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მედიკამენტის კომპონენტის დამატებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფარმ-ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა.

 

 

დავით სერგეენკოს განმარტებით, სახელმწიფო მარტოხელა პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ძირითადი ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამეტებით უზრუნველყოფს.

 

 

„საქართველოში მცხოვრები 600 000-მდე ადამიანი, ძირითადად, სოციალურად დაუცველები და მარტოხელა პენსიონერები, რომლებსაც გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემები, ენდოკრინოლოგიური დაავადებები და ბრონქეალური ასთმა აწუხებთ, 30-მდე დასახელების მედიკამენტს უფასოდ მიიღებენ. 

 

 

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის არის ამბულატორულ მედიკამენტებზე წვდომა. საუბარია მედიკამენტებზე, რომლებიც ადამიანებმა ხანგრძლივად ან მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა მიიღონ სამედიცინო დაწესებულების გარეთ.

 


ძალიან მალე ამოქმედდება კიდევ ერთი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოიცავს პირველ ეტაპზე, 4-5 ძირითადი ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების მიწოდებას. მათ შორის, საუბარია გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემების (მაღალი წნევა, გულის უკმარისობა, კორონალული სისხლძარღვების დაავადება), ენდოკრინოლოგიური დაავადებების (დიაბეტის მეორე ტიპი და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები) და ბრონქიალური ასთმისა და ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებებზე. 

 


რაც შეეხება ბიუჯეტს, პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ეს იქნება 5 მილიონი ლარის ფარგლებში. პროგრამა განხორციელდება შემდეგნაირად: სახელმწიფო აცხადებს სახელმწიფო შესყიდვას; აწესებს ხარისხის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ სტანდარტს, რაც არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული ლაბორატორიის ხარისხის კონტროლის სერთიფიკატი ამა თუ იმ მედიკამენტებისთვის“, განაცხადა დავით სერგეენკომ.



მისივე განმარტებით, ლაბორატორიულ კონტროლი პირველ ეტაპზე განხორციელდება უცხოურ ლაბორატორიებში გამომდინარე იქედან, რომ საქართველოში მსგავსი ლაბორატორია არ არსებობს.

„გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი და პირობები იქნება თანაბარი, როგორც საქართველოს ფარმაცევტული კომპანიებისთვის, ასევე საერთაშორისო კომპანიებისთვის“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. 



მინისტრის განცხადებით, აქამდე თუ პენსიონერი თვეში 20-30 ლარის მედიკამენტების შესყიდვას საჭიროებდა, ახალი პროგრამის დანერგვის შემდეგ, მათ ეს სიმბოლური თანაგადახდით მაქსიმუმ, თვეში 1 ლარი დაუჯდებათ.

 

 

შეხვედრაზე მინისტრმა ფარმ-ინდუსტრიის წარმომადგენლებს ის ძირითადი მოთხოვნები გააცნო, რაც მედიკამენტის შესყიდვისას იქნება გათვალისწინებული. მთავარი აქცენტი, კი ხარისხზე კეთდება.

 

 

ახალი პროგრამა ზაფხულში ამოქმედდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი