უჩა ძოძუაშვილი „დელტას" გენერალური დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე აღადგინეს
10-04-2017, 06:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უჩა ძოძუაშვილი თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას" გენერალური დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე აღადგინეს.

 


Guardian.ge-ს აღნიშნული ინფორმაცია „დელტას" პრესსამსახურში დაუდასტურეს.

 


„საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა უჩა ძოძუაშვილის სარჩელი, რის საფუძველზეც ყოფილი მინისტრის 2016 წლის #1666 ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი, ხოლო უჩა ძოძუაშვილი აღდგენილია პოზიციაზე, რომელსაც იკავებდა 2016 წლამდე და ეს იყო გენერალური დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის პოსტი", განუცხადეს Guardian.ge-ს „დელტაში".

 

 

უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან გასული წლის მაისში, თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში გაათავისუფლეს.

 

 

თავდაცვის უწყება მაშინ განმარტავდა, რომ ძოძუაშვილის გათავისუფლების მიზეზი კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები იყო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი