მესტია–უშგულის 10-კილომეტრიანი გზის მონაკვეთის აღდგენა დაიწყო
10-04-2017, 10:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის მესტია–უშგულის მონაკვეთის 10-კილომეტრიანი გზის აღდგენა დაიწყო.


როგორც Guardian.ge-ს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, პროექტზე, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს, 9 150 000 ლარი დაიხარჯება.

 

 

გამგეობის ინფორმაციით, მესტია–უშგულის გზის 47-კილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენა ეტაპობრივად ხორციელდება.

 


„პირველ ეტაპზე განხორციელდა 12,37 კმ გზის მონაკვეთის აღდგენა (ლოტი №1), ამჯერად დამუშავებულ იქნა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-7) ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 154 კმ-ზე 185 (ლოტი-2) საპროექტო მონაკვეთი პკ 123+70 - პკ 220+00 სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 

 

გზის საპროექტო ტრასა, რომელიც მიმდინარე წელს განხორციელდება, იწყება ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 154 კმ მონაკვეთზე, უღვირის უღელტეხილზე და ჩაუყვება უღვირის ქედის სამხრეთ ფერდობს, იფარის ტერიტორიული ერთეულის „ლენდგვილის“ ხიდამდე.

 

 

გზა დაპროექტებულია მთაგორიანი პირობებისთვის დასაშვები შეზღუდვების გათვალისწინებით. ჩასატარებელი ძირითადი სამუშაოები მოიცავს: ტრასის აღდგენა და დამაგრება; ბუჩქნარისა და ხეების გაკაფვა; დაზიანებული მილების დემონტაჟი; ვაკისის ზედაპირისა და ფერდების მოშანდაკება; არსებული რ/ბ ხიდების შეკეთება; გაბიონის კედლების მოწყობა; არსებული რ/ბ კედლების შეკეთება;

 

 

სამოსის მოწყობა არმირებული ბეტონის საფარით; ეზოში შესასვლელების მოწყობა; ავტობუსის გაჩერებების და პავილიონების მოწყობა; საგზაო ნიშნების მოწყობა; სავალი ნაწილის მონიშვნა; საგზაო შემოფარგვლის მოწყობა", აღნიშნულია მესტიის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მობილიზებულია საჭირო ტექნიკა, დაწყებულია სამშენებლო პროცესი და მიმდინარეობს მიწის ვაკისის მომზადება.

 

 

ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის 31 იანვრამდე უნდა დასრულდეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი