8 წლის ბიჭი და ორი ზრდასრული ადამიანია მოკლული კალიფორნიის დაწყებით სკოლაში მომხდარი სროლების შედეგად
11-04-2017, 00:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ორი ზრდასრული ადამიანი და ერთი ბავშვია მოკლული კალიფორნიაში, სან ბერნარდინოს დაწყებითი სკოლის საკლასო ოთახში მომხდარი სროლების შედეგად.

 


BBC პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ ეჭვმიტანილმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა მისი დაცილებული მეუღლე, მასწავლებელი და დაჭრა მის უკან მყოფი ორი ბავშვი, რომელთაგან ერთ-ერთი გარდაიცვალა. მამაკაცმა შემდეგ რევოლვერი საკუთარი თავისკენ მიმართა და ერთი გასროლით, თავი მოიკლა.

 


სროლები ადგილობრივი დროით 10:30 საათზე სან ბერნარდინოს ოლქში, ლოს ანჟელესიდან 96 კილომეტრის მოცილებით, „North Park“-ის დაწყებით სკოლაში მოხდა.

 


პოლიციის ცნობით, შეიარაღებულმა მამაკაცმა, 53 წლის კედრიკ ანდერსონმა, სკოლაში შესვლა ვიზიტორის სტატუსით მოახერხა და საკლასო ოთახში ცეცხლის გახსნამდე, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე 15 ბავშვი იმყოფებოდა, მას იარაღი დამალული ჰქონდა.

 

 

 

(კარენ სმიტი, მარცხნივ და კედრიკ ანდერსონი, მარჯვნივ)

 

 

მან მისი მეუღლე კარენ ელაინ სმიტი მოკლა და საბედისწეროდ დაჭრა 8 წლის ჯონათან მარტინეზი, რომელიც საჰაერო ტრანსპორტით გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ მოგვიანებით გარდაიცვალა.

 


Los Angeles Times-ის ინფორმაციით, მე-2 ბავშვი, 9 წლის მოსწავლე, საავადმყოფოში რჩება, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

 


სან ბერნარდინოს პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელის სამიზნე ბავშვები არ ყოფილან, მაგრამ მათ „მასწავლებელთან ახლო მანძილზე ყოფნის გამო მიიღეს დაზიანებები“, ერთ-ერთმა საბედისწეროდ.

 


შემთხვევის გამო დაახლოებით 600 ბავშვი იქნა ევაკუირებული ავტობუსების მეშვეობით ქალაქის სხვა სკოლაში, სადაც მოგვიანებით ბავშვებს მშობლები შეახვედრეს.

 


პოლიცია ამ დროისთვის დამატებით საფრთხეს გამორიცხავს და ინციდენტს ამოწურულად აცხადებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი