ლევან იზორია: ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ალიანსი, ის არის ღირებულებათა სისტემაზე დაფუძნებული ბლოკი, რომლის დასაცავადაც თითოეულ წევრ და პარტნიორ ქვეყანას შესაბამისი სამხედრო მზადყოფნა უნდა ჰქონდეს
11-04-2017, 01:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უწყებაში სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე მიიღო. ლევან იზორიამ გენერალური მდივნის თანაშემწეს ელჩ თაჩან ილდემს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისთვის მადლობა გადაუხადა.

 


თავდაცვის უწყების ცნობით, სამინისტროში გამართული შეხვედრის მთავარ საკითხს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გზაზე სახალხო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობა წარმოადგენდა.

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, ალიანსთან ურთიერთობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროა.

 

 

„ამ მიმართულებით ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწესთან თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები დავსახეთ. რუსული პროპაგანდის ფონზე, მოსახლეობა გარკვეულ ინფორმაციას იღებს. რუსეთი ცდილობს დაამკვიდროს მცდარი წარმოდგენები მოვლენებისა და საფრთხეების შესახებ არამხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის მასშტაბით. ამ დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სტრატეგიული კომუნიკაციის აუცილებლობა ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებში. დავსახეთ კომუნიკაციის ერთობლივი სტრატეგია, თუ როგორ მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია ნატოზე და მასში გაწევრიანების შესახებ, თუ რას ნიშნავს ღირებულებები, რომელსაც ეფუძნება დასავლური საზოგადოება. ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ალიანსი, ის არის ღირებულებათა სისტემაზე დაფუძნებული ბლოკი, რომლის დასაცავადაც თითოეულ წევრ და პარტნიორ ქვეყანას შესაბამისი სამხედრო მზადყოფნა უნდა ჰქონდეს,“ განაცხადა ლევან იზორიამ.

 


სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე თაჩან ილდემი საქართველოში ნატოს კვირეულის ფარგლებში იმყოფება. მან მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმში. მის მუშაობაში აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებიც აქტიურად არიან ჩართულნი. კონფერენციაში ასევე მონაწილეობენ ნატოს შტაბ-ბინის წარმომადგენლები, სახალხო დიპლომატიისა და კომუნიკაციების საკითხებზე მომუშავე მოწვეული ექსპერტები და მკვლევარები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი