საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჩინეთის თავდაცვის უწყების დელეგაციას უმასპინძლა
11-04-2017, 01:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლა. ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები საქართველოში 2002 წლის შემდეგ პირველ ოფიციალურ ვიზიტად იმყოფებიან. დელეგაციას ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამხედრო კომისიის საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის ოფისის დირექტორი, ადმირალი იუფე გუან ხელმძღვანელობს.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ჩინეთის დელეგაციის წარმომადგენლებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ქართულმა მხარემ ჩინეთის სამხედრო განათლების სისტემის გაცნობის, სამხედრო სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობის, ასევე სამხედრო-ტექნიკური სფეროს გაცნობის სურვილი გამოთქვა.

 

 

ლევან იზორიამ სტუმრებს ჩინელი სამხედროების საჩხერის სამთო მომზადების სკოლის კურსები, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების (GDSC) კონფერენციაში მონაწილეობაც შესთავაზა.

 


თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვა აღნიშნა და დელეგაციის წევრებს ამ კუთხით უწყებაში გატარებული რეფორმები გააცნო.

 


ლევან იზორიამ სტუმრებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, ასევე, 2016 წელს ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ქართველი სამხედროებისათვის შეთავაზებული სასწავლო კურსების გამო, მადლობა გადაუხადა.

 


შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - ლელა ჩიქოვანი და ზაალ კაპანაძე, ასევე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაესწრნენ. ჩინეთის მხრიდან შეხვედრაზე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ძი იანჩი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს სამხედრო ატაშე, უფროსი პოლკოვნიკი ჰუ დეჯუნი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი