ლევან იზორია: უჩა ძოძუაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების დროს გარკვეულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი
11-04-2017, 03:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელსაც ჩვენ ვემორჩილებით, დასტურდება, რომ უჩა ძოძუაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების დროს გარკვეულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი, აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

 

 

„პირადადაც დავინტერესდი იმ პროცედურებით, თუ როგორ მოხდა მისი გათავისუფლება - ჩამომიყალიბდა შინაგანი რწმენა და ეს რწმენა სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გაამყარა, რომ ადგილი ჰქონდა გარკვეულ პროცედურულ დარღვევებს. ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილებას დავემორჩილეთ და უკვე ჩემი ბრძანებით აღნიშნული პიროვნება აღდგენილი იქნება სამხედრო-ტექნიკური ცენტრის „დელტას“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად“, აღნიშნა ლევან იზორიამ.

 

 

როგორც Guardian.ge-ს „დელტაში" განუმარტეს, „საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა უჩა ძოძუაშვილის სარჩელი, რის საფუძველზეც ყოფილი მინისტრის 2016 წლის #1666 ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი, ხოლო უჩა ძოძუაშვილი აღდგენილია პოზიციაზე, რომელსაც იკავებდა 2016 წლამდე და ეს იყო გენერალური დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის პოსტი".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი