ლევან იზორია: 70% ჩვენს მიერ განსაზღვრული გეგმების შესრულებულია, დაგვრჩა ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება - აღჭურვილობა
11-04-2017, 04:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

70% ჩვენს მიერ განსაზღვრული გეგმების შესრულებულია. დაგვრჩა ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება - აღჭურვილობა, აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.

 

 

მისი თქმით, მოდერნიზაციის ხუთი მიმართულება განისაზღვრა, მათგან ცენტრალური - ანტისარაკეტო სისტემის შექმნაა.

 

 

„ვერც ერთ დანაყოფს ვერ ექნება შანსი გაუმკლავდეს მტერს, თუ ის არ იქნა დაცული ამ ანტისარაკეტო სისტემით. ბევრჯერ მსმენია კრიტიკა, თითქოსდა ფლოტზე და ავიაციაზე უარს ვამბობთ. არაფერზე უარს არ ვამბობთ, ღმერთმა ქნას, რომ ყველაფერი შეგვეძლოს, უბრალოდ პრიორიტეტებს განვსაზღვრავთ ჩვენი ფინანსური შესაძლებლობებიდან და სამხედრო სტრატეგიიდან გამომდინარე და ვამბობთ - სჯობს არსებული ფინანსური შესაძლებლობები მივმართოთ იმისკენ, რაც ჩვენს თავდაცვას ყველაზე მეტად უზრუნველყოფს.

 

 

რუსეთის ომმა სწორედ ეს გვაჩვენა, რომ შეიძლება გყავდეს რამდენიმე ბომბდამშენი, მაგრამ თუ მათი დაცულობსი ხარისხი ნულის ტოლია, შეიძლება ერთმა რაკეტამ მწყობრიდან გამოიყვანოს ათეულობით ბომბდამშენი“,  განაცხადა ლევან იზორიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი