“სახელმწიფო კომპენსირებას გაუკეთებს ტენდერებში გამარჯვებულ იმ კომპანიებს, რომლებსაც ვალუტის დევალვაციის გამო პრობლემები შეექმნათ”
01-04-2015, 08:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


„სახელმწიფო კომპენსირებას გაუკეთებს სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულ იმ კომპანიებს, რომლებსაც ვალუტის დევალვაციის გამო პრობლემები შეექმნათ“, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 
მთავრობის ინიციატივას, ტენდერებში მონაწილე კომპანიების უმრავლესობა დადებითად აფასებს. მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ინიციატივის ამოქმედების შემთხვევაში კომპანიებს მიეცემათ შეუფერხებელი საქმიანობის საშუალება და მეორე მხრივ, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს ცენტრალურ თუ მუნიციპალურ დონეებზე შეუფერხებლად განხორციელდება.

 
„საბა კონსტრაქშენი“ ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც საქართველოში მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. კომპანიის ხელმძღვანელი ლევან თარგამაძე აღნიშნავს, რომ ზოგადად ქვეყანაში სავალუტო კრიზისი ნეგატიურად აისახება ბიზნესზე, მათ შორის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე კომპანიების ფინანსურ მდგომარეობაზე. მიზეზი მარტივია – ძვირდება იმპორტირებული საქონელი, ძვირდება მუშახელი, რაც იწვევს კომპანიებისათვის ფინანსური ზარალის რისკს. შეექმნათ იმის საფრთხე, რომ ეროვნული ვალუტით განსაზღვრული, ძველი ფასებით ვერ შეძლებენ არსებული პროექტების დასრულებას. კომპანიის ხელმძღვანელი ტენდერით აღებული ვალდებულების შესრულების საფრთხეზეც მიანიშნებს. როგორც თარგამაძე აღნიშნავს, გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიებისთვის კომპენსირებასთან დაკავშირებით, თავისი მნიშვნელობით გადაფარა ლარის დევალვაციიდან გამოწვეული ეიფორია.

 

 

„კომპანიები მათგან დამოუკიდებელი გარემოების გამო, ფაქტიურად აღმოჩნდნენ გამოუვალ მდგომარეობაში. გარკვეული ნაწილი ამ კომპანიებისა ტენდერის მოცულობებიდან გამომდინარე მომენტალურად გახდნენ გაკოტრების კანდიდატები ან საუკეთესო შემთხვევაში ზარალით მოუწევთ სახელმწიფოსთან აღებული ვალდებულებების შესრულება. სავარაუდოდ, ვიცე-პრემიერის გამოსვლაში აღნიშნული კომპენსირება, თავისთავში შესყიდვების შესახებ კანონში ცვლილებასაც მოიცავს,“ – განმარტავს კომპანიის ხელმძღვანელი.

 

 

მოსალოდნელ საფრთხეებს არ გამორიცხავენ მთავრობაშიც. „მოგეხსენებათ, სავალუტო კრიზისის გამო, ბოლო პერიოდში დაზარალდა ძალიან ბევრი კომპანია, რომლებიც მონაწილეობენ სახელმწიფო შესყიდვებში და სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტებში (მხედველობაში მაქვს, უპირველეს ყოვლისა, როგორც ცენტრალური მთავრობის მიერ, ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე ის პროექტები, რომლებსაც ვახორციელებთ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით). მათ შეექმნათ იმის საფრთხე, რომ ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული, წინა გამოცხადებული ფასებით ვერ შეძლებენ არსებული პროექტების დასრულებას. ძალიან ბევრ შემთხვევაში, ჩვენ მოგვივიდა სიგნალი, რომ ეს კომპანიები არ იწყებენ სამუშაოს, მათ ისიც კი ურჩევნიათ, რომ საგარანტიო თანხები დაკარგონ, ვიდრე დაიწყონ სამუშაოები და უფრო მეტი ზარალი განიცადონ. ამიტომ მთავრობამ იმსჯელა ამ პრობლემის შესახებ და მიიღო გადაწყვეტილება, რომ შესაბამის კანონქვემდებარე აქტში, რომელიც ეხება სახელმწიფო შესყიდვებს, გაითვალისწინოს არსებული გარემოებები და გამოიყენოს, უპირველეს ყოვლისა, ის 10%-იანი ლიმიტი, რომელიც კანონქვემდებარე აქტით არის გათვალისწინებული და აქამდე ძალიან იშვიათად გამოიყენებოდა“ – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

 

 

კომენტარები: 2
#2   tech
      
First You got a great blog .I will be interested in more similar topics. i see you got really very useful topics, i will be always checking your blog thanks. สล็อต777คาสิโนออนไลน์
5 ივნისი 2022 00:06
#1   სოსო
      
შეუცვალეთ სამინისტროს სახელი! კერძოდ, "მდგრადი"... იხ. გაზ. "ლიტერატურული საქართველო"- "ენა.მამული.სარწმუნოება"
M 11. 2014 წ.
3 აპრილი 2015 16:04
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი