ლევან იზორია: ამ რეფორმებით ამაყად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ვართ თავსებადი არამხოლოდ განცხადებებში, არამედ მოქმედებებში ნატოსთან და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან
11-04-2017, 10:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარსდგა.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყების ხელმძღვანელმა პარლამენტის წევრებს თავდაცვის სისტემაში განხორციელებული რეფორმები და ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო.

 

 

ლევან იზორიას განცხადებით, განხორციელებული რეფორმები ნატოს მიერ განსაზღვრულ სტრატეგიასთან აბსოლუტურ თანხვედრაშია. „ეს რეფორმები დანახულ იქნა ერთიან სისტემაში, გლობალურ კომპლექსში და ჩვენ ამ რეფორმებით ამაყად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ვართ თავსებადი არამხოლოდ განცხადებებში, არამედ მოქმედებებში ნატოსთან და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან“, განაცხადა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

 


მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება სტრუქტურაში განხორციელებულ ოპტიმიზაციისა და რეორგანიზაციის შესახებ გაამახვილა. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, დაზოგილი თანხები იმ სტრატეგიული პირველი მიმართულების ფარგლებში დასახული ამოცანების უზრუნველყოფას მოხმარდება, რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, თავდაცვისუნარიანობისა და სამხედრო მზადყოფნის გაძლიერებას ემსახურება.

 


მოხსენებაში ლევან იზორიამ დეპუტატების ყურადღება რეფორმის ოთხ ძირითად მიმართულებაზე შეაჩერა: თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და მდგრადობის უზრუნველყოფა, რეგიონული უსაფრთხოება, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართული კონტინგენტის მონაწილეობა და რესურსების სწორი გადანაწილება.

 


მინისტრის სიტყვით გამოსვლაში ძირითადი ადგილი დაეთმო საერთაშორისო თანამშრომლობის, სამხედრო სწავლებების, სამხედრო-სავალდებულო სამსახურის აღდგენის, რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის საკითხებს. მინისტრი, ასევე შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოების, საჰაერო თავდაცვითი სისტემის, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართული სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობასა და საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფის პროგრამას.

 


სიტყვით გამოსვლის შემდეგ დეპუტატებს თავდაცვის მინისტრისთვის კითხვების დასმის საშუალება მიეცათ. კომიტეტის წევრები თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციისა და რეფორმის პროცესის, რეზერვის სისტემის შესახებ კანონპროექტის, სამხედრო ავიაციის, სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაციის, სამხედრო მოსამსახურეების საპენსიო უზრუნველყოფის საკითხებით დაინტერესდნენ.

 


თავდაცვის მინისტრის საკომიტეტო მოსმენას მინისტრის მოადგილეები - ლელა ჩიქოვანი, ნუკრი გელაშვილი და ზაალ კაპანაძე, ასევე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, პოლკოვნიკები - ნიკოლოზ ჯანჯღავა, შალვა ჯაბახიძე, ზაზა ჩხაიძე და კომიტეტის წევრები დაესწრნენ. პარლამენტში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სტუდენტებიც იმყოფებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი