ლევან იზორია: ლიტვასთან თანამშრომლობის პერსპექტივა ეროვნული გვარდიების შესაძლებლობების განვითარებასთან იქნება დაკავშირებული
11-04-2017, 14:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრებს შორის გაფართოებული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან იზორიამ და რაიმუნდას კარობლისმა გაფართოებული ფორმატით გამართული შეხვედრისას განხილული თემები, მედიის წარმომადგენლებთან შეაჯამეს.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთობლივ პრესკონფერენციაზე ლევან იზორიამ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის მიმართ ლიტვის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში ლიტველი ექსპერტის როლზე გაამახვილა ყურადღება.

 


ლევან იზორიამ ყურადღება ორმხრივი თანამშრომლობის რამდენიმე მიმართულებაზეც გაამახვილა.

 

 

„ლიტვა სპეციალური ოპერაციების ძალების მაქსიმალური მზადყოფნის დონით გამორჩეულია. მათთან ერთად იმ საუკეთესო ერთობლივი წვრთნების პრაქტიკის გაგრძელების დიდი ინტერესი გვაქვს, რომელიც ჩამოგვიყალიბდა. მომავალშიც წვრთნებში აქტიური მონაწილეობისთვის ჩვენი მხრიდან მზაობას ვაცხადებთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა თავდაცვის ტოტალური კონცეფციის განხორციელებაა, რომელიც კარგი რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის არსებობას გულისხმობს. ამ მიმართულებით ლიტვას საუკეთესო გამოცდილება აქვს. ჩვენი თანამშრომლობის პერსპექტივა ეროვნული გვარდიების შესაძლებლობების განვითარებასთან იქნება დაკავშირებული, რათა მათი მხარდაჭერითა და თანადგომით, ნატოს სტანდარტების შესაბამისი რეზერვისა და მობილიზაციის სისტემა ჩამოვაყალიბოთ,“ აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი