ლიტვის თავდაცვის მინისტრი: არის ერთი საკითხი, რაც საერთოა ჩვენი ქვეყნებისთვის - ეს არის საერთო საფრთხეები
11-04-2017, 15:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრებს შორის გაფართოებული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან იზორიამ და რაიმუნდას კარობლისმა გაფართოებული ფორმატით გამართული შეხვედრისას განხილული თემები, მედიის წარმომადგენლებთან შეაჯამეს.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლიტვის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა და ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

 

 

რაიმუნდას კარობლისმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

 

 

„გაგრძელდება თანამშრომლობა განათლების სფეროში, რომელიც სამხედრო აკადემიასა და ბალტიის თავდაცვის კოლეჯში გაცვლით პროგრამებს ითვალისწინებს. სპეციალური ოპერაციების ძალები კი თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულება იქნება. მინდა, მინისტრი მივიწვიო “Flaming Sword 2017” სწავლებაზე. იმედი მაქვს, რომ საქართველოც მიიღებს მონაწილეობას ერთობლივ წვრთნებში. ორმხრივ ფორმარტში ტრადიციულად კარგად ვთანამშრომლობთ. არის ერთი საკითხი, რაც საერთოა ჩვენი ქვეყნებისთვის - ეს არის საერთო საფრთხეები. 

 


თანამშრომლობა ამ მიმართულებითაც საჭიროა და შეკავების პოლიტიკაც აქტუალური. თანამშრომლობას გავაგრძელებთ საერთაშორისო მისიების ფარგლებშიც,“ განაცხადა ლიტვის თავდაცვის მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი