დავით ჯანიკაშვილი: 2017 წელს სიღნაღის მუნიციპალიტეტს რეგიონულმა ფონდმა 2 903 000 ლარი გამოუყო
12-04-2017, 01:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტისთვის 2017 წელს რეგიონული ფონდიდან გამოყოფილმა თანხამ 2 მილიონ 903 000 ლარი შეადგინა, საიდანაც ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსების ხარჯზე, 20% მოდის. ამის შესახებ Guardian.ge-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით ჯანიკაშვილმა განუცხადა.

 


მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ბოლო ორი წლის განმავლობაში ძირითად აქცენტს სასმელი წლის სისტემისა და საბავშვო ბაღების კეთილმოწყობაზე აკეთებს. „დაგვრჩა ორი ბაღი და წელს გათვალისწინებული გვაქვს ორივე ბაღის გაკეთება. ჯუგაანში ახალი საბავშო ბაღის მშენებლობაა დაგეგმილი, მისი სატენდერო ღირებულება 400 000 ლარია - ანაგაში კი, საბავშვო ბაღის შენობის აღდგენა მოხდება. ფაქტობრივად, სიღნაღის 24 ბაღიდან 24-ვე კაპიტალურად არის გარემონტებული, 22 ბაღში არის ცენტრალური გათბობა მაშინ, როდესაც დაახლოებით, 2-3 წლის წინათ ყველა შეშის ღუმელით თბებოდა. წელს ბაღების საკითხი სრულად ამოიწურება“, განაცხადა დავით ჯანიკაშვილმა, რომლის ინფორმაციითაც მიმდინარე წელს გათვალისწინებულია ოთხი ჭაბურღილის მშენებლობა.

 


„თითოეული ჭაბურღლის მშენებლობას 70 000-90 000 სჭირდება. მიწა 200 მეტრზე იბურღება და სასმელი წყალი ამოდის. ჭაბურღილების მშენებლობასთან ერთად, მოგეხსენებათ, კეთდება ხოლმე დაქსელიანებაც და ერთი ჭაბურღილიდან, დაახლოებით, 50-60 კომლს მიეწოდება წყალი“, აღნიშნა სიღნაღის გამგებელმა და დაამატა, რომ ახალგაზრდების მოთხოვნის შესაბამისად სოფლებში მინი-სტადიონების მშენებლობა გაგრძელდება, ასევე მოწესრიგდება შიდა გზები.

 


„წელს დაგეგმილია ახალი რვა მინი-სტადიონის მოწყობა სოფლებში - ბოდბე, მაღარო, ნუკრიანი, ძველი ანაგა, მაჩხაანი, ტიბაანი, წნორი.

 


წელსვე, დაგეგმილია შიდა სამიმოსვლო გზების გაკეთება. მიმდინარე წელს, დაახლოებით, 4-5 კმ გზა გაკეთდება მთლიანობაში. წნორში ყველაზე დიდი გზა კეთდება, რომლის სატენდერო ღირებულება 500 000 ლარზე მეტია. გზა კეთდება ასევე სოფელ მაღაროში, ვაქირში და ა.შ“.

 


სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი აცხადებს, რომ აღნიშნული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც გათვალისწინებულია სხვადასხვა პროექტის განხორციელება, რომელთა ჯამური ღირებულება მილიონ 300 000 ლარამდეა.

 


„ეს თანხა მოხმარდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან მისასვლელი გზების მოხრეშვას, სასმელი წყლის შიდა ქსელების მოწყობას. სამუშაოები მოსახლეობის გამოკითხვისა და კრებების ოქმების საფუძველზე იგეგმება. იმის გამო, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღარ გვაქვს, გავითვალისწინებთ მოსახლეობის სურვილებსა და საჭიროებებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

 

 

პროექტების 70%-ზე ტენდერები გამოცხადებულია, დანარჩენებზე უახლოეს პერიოდში გამოცხადდება და მაქსიმუმ ერთ თვეში, სამუშაოები დასრულდება. გარდამავალი პროექტი არც ერთი არ გვაქვს, შესაბამისად, ყველა ინფრასტრუქტურული ღონისძიება მიმდინარე წელს, სავარაუდოდ, აგვისტოში დასრულდება“, განუცხადა Guardian.ge-ს დავით ჯანიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი