დაშავებული სამხედროები „ძლიერთა თამაშებისთვის“ ემზადებიან
12-04-2017, 09:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებსა და სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული მჯდომარე ფრენბურთის გუნდი კანადაში დაგეგმილ „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილეობის მისაღებად ემზადება.

 

 

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით, ქართველ პარაოლიმპიელებს საერთაშორისო ტურნირისთვის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს მწვრთნელი რიჩარდ ოსბორნი წვრთნის. ის საქართველოში მეორედ იმყოფება და საერთაშორისო ტურნირზე თავდაცვის გუნდის მთავარი მწვრთნელის მრჩეველ-ასისტენტი იქნება.

 


ვარჯიშებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი დეივ ეთელი, მისი თანაშემწე, ავიაციის სერჟანტი ტრეისი პალმერი და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მრჩეველი სამედიცინო კუთხით ფრენკ ბენისტერი დაესწრნენ.

 


უწყების ცნობით, დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული 10-კაციანი მჯდომარე ფრენბურთის გუნდი მონაწილეობას სექტემბერში, კანადაში „ძლიერთა თამაშებში“ („INVICTUS GAMES 2017“) მიიღებს. ასპარეზობის მიზანი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა. „ძლიერთა თამაშებში“ ქართველი პარაოლიმპიელები 2014 წლიდან მონაწილეობენ. გასულ წელს აშშ-ში ჩატარებულ „ძლიერთა თამაშების“ შეჯიბრში თავდაცვის სამინისტროს მჯდომარე ფრენბურთის გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი