მიხეილ ჯანელიძე რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
12-04-2017, 09:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ვარშავაში, „ვიშეგრადის ოთხეულისა“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ რუმინელ კოლეგასთან, ტეოდორ მელესკანუსთან შეხვედრა გამართა.

 

 

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრისას, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველო-რუმინეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. შეხვედრისას მინისტრებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტების გაცვლაზე.



საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ეკონომიკური კომისიის სხდომის გამართვასთან დაკავშირებულ საკითხებს.



მინისტრებმა აღნიშნეს ორმხრივი ბიზნეს ფორუმების გამართვის და ბიზნეს წრეების დაახლოების მნიშვნელობა და შეთანხმდნენ ამ მიმართულებით საქმიანობის გააქტიურების ხელშეწყობაზე.



მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავსირებული თემები.



მიხეილ ჯანელიძისა და ტეოფორ მელესკანუს შეხვედრაზე განხილულ იქნა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტი და ქართული მხარის მოლოდინები სამიტთან დაკავშირებით. რუმინულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა.



რუინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიულოცა კოლეგას ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული მნიშვნელოვანი წამატება, რაც საქართველოს მოქალქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭებაში გამოიხატა და კიდევ ერთხელ გამოთქვა რუმინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური გზის მიმართ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი