დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ NATO „უკვე აღარ არის დრომოჭმული“
12-04-2017, 23:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ NATO „უკვე აღარ არის დრომოჭმული“, რითაც მკვეთრად შეცვალა მისი ადრინდელი მოსაზრება ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისადმი, რამაც აშშ-ის მოკავშირეები შეაშფოთა.

 


როგორც BBC იუწყება, თეთრ სახლში NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მასპინძლობისას ტრამპმა განაცხადა, რომ ტერორიზმის საფრთხემ ხაზი გაუსვა ალიანსის მნიშვნელობას.

 


მან მოუწოდა NATO-ს მეტი გააკეთოს ერაყელი და ავღანელი „პარტნიორების“ დასახმარებლად.

 


საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპი არაერთხელ აყენებდა NATO-ს მიზანს კითხვის ნიშნის ქვეშ, ხოლო პრეზიდენტად არჩევის შემდეგ იანვარში, ინაუგურაციამდე განაცხადა, რომ „NATO დრომოჭმული ორგანიზაცია“ იყო და შეერთებული შტატები წევრობისთვის უსამართლოდ იხდიდა ყველაზე დიდ თანხას, მაშინ როცა NATO -ს ბევრი წევრი ქვეყანა არ იხდის თავიანთ სამართლიან წილს იმის სანაცვლოდ, რომ მათ შეერთებული შტატები იცავს.

 


NATO არ ყოფილა ერთადერთი, რაზეც დონალდ ტრამპმა აზრი შეიცვალა. ოთხშაბათს, Wall Street Journal-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ იგი არ უწოდებს ჩინეთს უცხოური ვალუტით მანიპულატორს, მიუხედავად იმისა, რომ თეთრ სახლში შესვლის პირველივე დღეებში იგი არაერთხელ დაჟინებით აცხადებდა, რომ ჩინეთი უცხოური ვალუტით მანიპულატორი იყო.

 


სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ტრამპმა თქვა: „გენერალურ მდივანს და მე გვქონდა პროდუქტიული განხილვა იმის თაობაზე, თუ რა შეიძლება გააკეთოს მეტი NATO-მ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

 

 

 

 

 


„მე დავიჩივლე ამის შესახებ დიდი ხნის წინათ და მათ მოახდინეს ცვლილება, და ახლა ისინი ნამდვილად ებრძვიან ტერორიზმს.

 


„მე ვთქვი, რომ ის [NATO] დრომოჭმული იყო. ის უკვე აღარ არის დრომოჭმული“.

 

 

მაგრამ ტრამპი კიდევე ერთხელ დაუბრუნდა მის მოწოდებას NATO-ს წევრი სახელმწიფოებისადმი, მეტი წვლილი შეიტანონ ალიანსის დაფინანსებაში.

 


„თუ სხვა ქვეყნები, შეერთებულ შტატებზე იმედის ქონის ნაცვლად, გადაიხდიან თავიანთ სამართლიან წილს, რომ მოახდინონ ცვლილება, ჩვენ ყველანი გაცილებით უფრო უსაფრთხო ვიქნებით“, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 


მიმდინარე კვირას ნატომ მონტენეგრო მის 29-ე წევრ სახელმწიფოდ მიიღო.

 

 

 

 

 

 

სტოლტენბერგმა, რომელმაც გასული წლის ნოემბერში გააფრთხილა შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომ „მარტო სვლა“ არ არის არჩევანი არც ევროპის და არც შეერთებული შტატებისთვის, ტრამპს მადლობა გადაუხადა „ჩინებული და ნაყოფიერი შეხვედრისთვის“.

 


თეთრ სახლში ტრამპის სტოლტენბერგთან შეხვედრა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოსკოვში გამართული შეხვედრიდან რამდენიმე საათის შემდეგ შედგა.

 


„მოვლენები სავსებით კარგად წარიმართა. შესაძლოა უფრო უკეთესად, ვიდრე ამის მოლოდინი იყო“, განაცხადა ტრამპმა ტილერსონ-პუტინის შეხვედრის შესახებ.

 


„ამ წუთას რუსეთთან საერთოდ არ გვაქვს მეგობრული ურთიერთობა. ჩვენ შესაძლოა რუსეთთან ურთიერთობების მხრივ ყველა დროის ყველაზე დაბალ საფეხურზე ვდგავართ“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი