საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შვედ კოლეგას შეხვდა
13-04-2017, 01:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ვიშეგრადის ოთხეულისა“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა შვედ კოლეგასთან, მარგო ვოლსტრომთან გამართა.

 


საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრისას მინისტრებმა მიმოიხილეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი სამიტი, რომელიც დაგეგმილია 2017 წლის ნოემბერში. მიხეილ ჯანელიძემ კოლეგას გააცნო ქართული მხარის მოლოდინები და პრიორიტეტები სამიტთან დაკავშირებით.



მარგო ვოლსტრომმა მიხეილ ჯანელიძეს კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება. შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა საქართველოს მიერ წარმატებით განხორციელებული რეფორმები.



შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება. მიხეილ ჯანელიძემ შვედ კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობაზე.


მარგო ვოლსტრომმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შვედეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.



შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალი. ამ მხრივ, მინისტრების მხრიდან ხაზი გაესვა ევროკავშირის სივრცეში პირდაპირი ფრენების მაღალ სიხშირეს. 

 

 

მიხეილ ჯანელიძემ კოლეგას გააცნო საქართველოს პრემიერ მინისტრის 4-პუნქტიანი გეგმა და ასევე მთავრობის პრიორიტეტები, რაც ითვალისწინებს მათ შორის ტურიზმის სფეროს ინფრასტრუქტურის განვითარებას.

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ევროკავშირთან მიმართებაში თანამშრომლობის სამომავლო პრიორიტეტებზე, მათ შორის ხაზი გაუსვა ასოცირების შეთანხმების სრულად იმპლემენტაციის მნიშვნელობას.

 

 

მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა ევროკავშირთან ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხების შედეგად მიღებულ სარგებელზე , რომლის ამოქმედების შედეგად ევროკავშირი საქართველოს ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორი გახდა. მინისტრებმა გამოთქვეს მზაობა მომავალშიც ხელი შეუწყონ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებას.

 

 

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველო კოლეგა ოფიციალურ ვიზიტად შვედეთში მიიწვია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი