გიორგი კვირიკაშვილი: ინდოეთთან თანამშრომლობის გააქტიურება დამატებით დინამიკას მოუტანს საქართველოს ეკონომიკას - ჩვენ ძალიან სწრაფად გვმართებს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა
13-04-2017, 02:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ინდოეთთან თანამშრომლობის გააქტიურება დამატებით დინამიკას მოუტანს საქართველოს ეკონომიკას და ჩვენ ძალიან სწრაფად გვმართებს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით გააკეთა.

 


ინდოეთში იმყოფებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, რომელმაც ინდოეთის კომერციის მინისტრთან ერთად, ხელი მოაწერა საერთო განცხადებას თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების შესახებ.

 


მინისტრის ინფორმაციით, კვლევის სავარაუდო ვადაა 6 თვე, თუმცა, ორივე მხრიდან მიზანშეწონილობის დაფიქსირების შემთხვევაში, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება უფრო მოკლე დროში გაფორმდება.

 


„ეს არის ქვეყანა 1 მილიარდ 250 მილიონი მოსახლეობით, უზარმაზარი ბაზარია. 2016 წელს მათი ეკონომიკის ზრდა იყო 7,5% და ძალიან დინამიურად განვითარებადი ქვეყანაა. ხუთ სამინისტროში გაიმართა შეხვედრები და ძალიან მნიშვნელოვანი თემები განვიხილეთ, მათ შორის, საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნა, პირდაპირი ფრენები.

 

 

ასევე მნიშვნელოვანი თემაა სატრანსპორტო კორიდორი სამხრეთი-ჩრდილოეთი მუმბაი-ბანდერაბასი-აზერბაიჯანი, რომლის ძირითადი ხაზი მიდის ჩრდილოეთის, სანკტ-პეტერბურგის და ბალტიისპირეთის პორტებზე. ჩვენ რუკაზე დავიტანეთ ასევე შავი ზღვის ქართული პორტები და გადავწყვიტეთ, უახლოეს მომავალში დაიგეგმოს ჩვენი რკინიგზის ვიზიტი, რომ ტექნიკურ დონეზე დაიწყოს ამ თემის შესწავლა", განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი