ვლადიმერ ზედგინიძემ ბაქოში მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლებს ქ. ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
13-04-2017, 03:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

6-8 აპრილს ბაქოში აზერბაიჯანის მე-16 საერთაშორისო ტურისტულ ფესტივალზე AITF-2017 - „ტურიზმი და მოგზაურობა“ - მსოფლიოს 43 ქვეყანა, მათ შორის საქართველოც იყო წარმოდგენილი. სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან აზერბაიჯანის დედაქალაქში დელეგაცია ქალაქ ახალციხის მერის, ვლადიმერ ზედგინიძის ხელმძღვანელობით იმყოფებოდა.

 


ახალციხიდან ბაქოში ჩასული ჯგუფის მთავარი მიზანი მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლისთვის იმ ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაციის მიწოდება გახლდათ, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონს და უშუალოდ ქალაქ ახალციხეს გააჩნია.

 

 

 

ATIF2017-XVI აზერბაიჯანის საერთაშორისო ტურისტულ ფესტივალზე ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის მიერ შექმნილი ვიდეო რგოლი უჩვენეს.

  


როგორც Guardian.ge -ს ვლადიმერ ზედგინიძემ განუცხადა, შეხვედრა აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა, აბულფას გარაევმა და AITF GROUP-ის რეგიონულმა ხელმძღვანელმა, ედვარდ სტროლმა გახსნეს, ახალციხის დელეგაციის წევრთა შეხვედრები კი ფესტივალზე ჩასული ყველა ქვეყნის წარმომადგენლებთან გაიმართა. ახალციხის მერი ასევე შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს და მის მეუღლეს, მასპინძელი ქვეყნის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, მეჰრიბან ალიევას.

 

 

 

 

 

 


„გამოფენის გახსნის ცერემონიას აზერბაიჯანის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად ესწრებოდა. მასთან შეხვედრის პატივი გვქონდა ჩვენც. დაახლოებით, ხუთი წუთი გაგრძელდა ჩვენი შეხვედრა. ბატონ ალიევს გადავეცით საქართველოდან ჩატანილი ბუკლეტები, ჩვენი სამუზეუმო სივრცის წიგნები.

 

 

 

 

 


„გამოფენაზე ჩვენი ქვეყნიდან საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციის, ახალციხის, ბათუმის და ქუთაისის წარმომადგენლები ვიმყოფებოდით. ჩვენი ჯგუფი შედგებოდა 4 წევრისაგან. სამი დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი შეხვედრები შედგა ყველა ქვეყნის ტურისტულ სააგენტოსთან. წარვადგინეთ ის ტურისტული რესურსი, რომელიც ჩვენ ქალაქს და რეგიონს გააჩნია. საგამოფენო სივრცეში წარდგენილი იყო ბუკლეტები და შესაბამისად გაკეთებული რეკლამა. ჩვენი ბუკლეტი გარკვეულწილად მოიცავს იმ ტურისტულ ადგილმდებარეობებს, რომელიც ჩვენ მხარეში ჩამოსული ყველა მოგზაურისათვის საინტერესოა. მივაწოდეთ მათ ინფორმაცია, თუ რისი ნახვა შეუძლიათ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ჩამობრძანების შემთხვევაში. საუბარია არამარტო რაბათის ციხეზე, არამედ რეგიონის მასშტაბით არსებულ სხვა ისტორიულ ძეგლებზე. ამავე დროს ყურადღება გავამახვილეთ საკურორტო ზონებზე, მათ შორის აბასთუმანზე, ბორჯომზე, ბაკურიანზე და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ახალციხეზე - თუ რა შეუძლია მას, როგორც ტურისტულ ქალაქს“, აღნიშნა ახალციხის მერმა, ვლადიმერ ზედგინიძემ.

 

 

 

 

 


ზედგინიძე მიიჩნევს, რომ ახალციხისთვის, იმ ფონზე, როცა მას წარმოება-დაწესებულებების მასშტაბური ობიექტები არ გააჩნია, ტურისტული განვითარება სასიცოცხლოდ აუცილებელია და ქალაქს ამის დიდი პოტენციალი გააჩნია.

 

 

 

 

 


„სოციალური პრობლემების გადასაჭრელად ერთ-ერთ მნიშვნელოვან სექტორს წარმოადგენს ტურიზმი, მის განსავითარებლად კი აუცილებელია ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო უკეთესად მოწესრიგება, რომ ტურისტისთვის ქალაქი ბევრად უფრო მიმზიდველი გახდეს. ჩვენი ბაქოში ვიზიტი იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ გვეჩვენებინა სხვა ქვეყნების წარმომადგენლებისთვის, თუ რა რესურსი და შესაძლებლობები გვაქვს. ის კი, თუ როგორი ნაყოფიერი იყო ჩვენი ძალისხმევა ტურისტების მოზიდვის კუთხით, ალბათ წლის ბოლოს გამოჩნდება, როცა გვექნება მონაცემები თუ რამდენად მოიმატა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან თუ უშუალოდ აზერბაიჯანიდან სამცხე-ჯავახეთის რეგიონში და კონკრეტულად ახალციხეში ჩამოსული ტურისტების რაოდენობამ“, განაცხადა ქალაქ ახალციხის მერმა, ვლადიმერ ზედგინიძემ Guardian.ge-სთან საუბრისას.

 

 

 

 

 

კომენტარები: 1
#1  ირაკლი
      
ძალიან მაგარი ამბავია. განსაკუთრებით მომეწონა კლიპი. უდიდესი სილამაზის და საგანძურის პატრონები ვართ. სამცხე-ჯავახეთი ულამაზესია.
20 აპრილი 2017 01:16
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი