ილია მეორე: ეს არის ისეთი მნიშვნელოვანი დღე, რომ დღეს ყველამ უნდა მიიღოს წმინდა ზიარება
13-04-2017, 04:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს განსაკუთრებული დღეა - დღე ვნების შვიდეულის ხუთშაბათი, როდესაც უფალმა აზიარა მოწაფენი თვისნი ხორცითა და სისხლითა თვისითა”, ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.

 

 

პატრიარქის თქმით, „ეს არის ისეთი მნიშვნელოვანი დღე, რომ დღეს ყველამ უნდა მიიღოს წმინდა ზიარება".

 

 

მოციქულთა შორის წმინდა ზიარება მიიღო იუდა ისკარიოტელმა, მაგრამ იგი წავიდა და გასცა მაცხოვარი. გამცემი გახდა. წმინდა მამები ამბობენ, რომ როდესაც მან მიიღო წმინდა ზიარება, მადლობა არ შესწირა უფალს. მადლობა რომ შეეწირა, ღმერთი აღარ დაუშვებდა ამ საშინელ ღალატს.... ეს განსაკუთრებული დღეა ჩემთვის. 60 წლის წინ ამ დღეს უწმინდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ მესამემ დიაკონის ხარისხში მაკურთხა. ეს იყო უბედნიერესი დღე ჩემს ცხოვრებაში. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. სიმშვიდე მოგცეთ უფალმა”, ბრძანა პატრიარქმა.

 

 

სამების საკათედრო ტაძარში დღეს ფეხთბანვის წესი შესრულდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი