მიხეილ გიორგაძე: თავად თეატრის ხელმძღვანელები არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დამატებითი დაფინანსება მოიზიდონ და ამაზე ძალიან სერიოზული საუბარი გვექნება
13-04-2017, 06:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენი თეატრების ხელმძღვანელებს ყველაზე მარტივი და ადვილი გზა აქვთ არჩეული - სპეკულაცია ხშირ შემთხვევაში იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტი თავიდან ბოლომდე 100%-ით საჭიროებებს ვერ აფინანსებს, აღნიშნული განცხადება კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 

 

მინისტრის თქმით, თავად თეატრის ხელმძღვანელები არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დამატებითი დაფინანსება მოიზიდონ.

 

 

„საქართველო, როგორც ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის პირველი და ერთადერთია, რომელიც შეურთდა ამ პროგრამას. მესამე წელია, ერთი გამონაკლისის, მარჯანიშვილის თეატრის გარდა, არათუ დაფინანსება არ მიუღია არც ერთ თეატრს, არც კი უცდიათ, რომ გარკვეულიყვნენ ამ პროგრამის შესაძლებლობებში, მოეძიათ პარტნიორები, შესაბამისი პროექტით შესულიყვნენ ამ პროგრამაში და დაფინანსება მიეღოთ. ამის გარდა, არსებობს ევროკავშირის კულტურის და შემოქმედებითობის პროგრამა, რომელიც ასევე ძალიან აქტიურად მუშაობს საქართველოში და არაერთი პროექტი ფინანსდება, მაგრამ ჩვენი თეატრების ხელმძღვანელებს ყველაზე მარტივი და ადვილი გზა აქვთ არჩეული - სპეკულაცია ხშირ შემთხვევაში იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტი თავიდან ბოლომდე 100%-ით საჭიროებებს ვერ აფინანსებს და ამბობენ, რა ვქნათ, ყურადღება არ ექცევა თეატრს, კულტურა პრიორიტეტი არ არისო და ა.შ. თავად ისინი არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დამატებითი დაფინანსება მოიზიდონ და ამაზე ძალიან სერიოზული საუბარი გვექნება. საბიუჯეტო დაფინანსება თეატრებს უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს გაგებული ისე, რომ წლიდან წლამდე უსაზღვროდ, ულიმიტოდ საბიუჯეტო ასიგნებები გაიზრდება და ჩვენ გულზე ხელდაკრეფილები უნდა ვიჯდეთ", განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი