საქართველოს პრემიერ მინისტრი მეუღლესთან ერთად, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მივიდა, სადაც მსახიობ გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
„ძალიან გული მტკივა, რომ ასე ადრე, ძალიან მოულოდნელად მოხდა მისი წასვლა ამ ქვეყნიდან. ის ყოველთვის დარჩება ჩვენს გვერდით იმიტომ, რომ მთელი ჩვენი ცხოვრების ძალიან ბევრი სასიხარულო, დადებითი მომენტი არის ასოცირებული ამ ადამიანთან. გული ძალიან მტკივა და ვგლოვობ ყველა იმ ადამიანთან ერთად, რომლებსაც ძალიან დააკლდება გივი ბერიკაშვილი“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გივი ბერიკაშვილს საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.