მიხეილ ჯანელიძემ გერმანელ კოლეგას ​საქართველო- გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი მიულოცა
13-04-2017, 07:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავს, რაც, სიმბოლურად, ორივე ქვეყნის მთავრობების მიერ გამოცხადებულ საქართველო-გერმანიის მეგობრობის წელს ემთხვევა.

 

 

საგარეო უწყების ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ გერმანელ კოლეგას ზიგმარ გაბრიელს მისალოცი წერილი გაუგზავნა.

 


მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა გერმანელ კოლეგას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბებაში გერმანიის მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.


„1992 წელს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან, გერმანია ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს პარტნიორ სახელმწიფოდ იქცა. წლების განმავლობაში, ფინანსური და ტექნიკური დახმარების ფარგლებში, გერმანიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ინსტიტუციურ, დემოკრატიულ და ეკონომიკურ ტრანსფორმაციაში. ბერლინი გვერდში უდგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის კუთხით“, აღნიშნულია წერილში.



წერილში ხაზგასმულია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურებული ქართულ-გერმანული ურთიერთობები და წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი, რომელიც პოლიტიკური დიალოგს, ეკონომიკას, თავდაცვას, განათლებას, განვითარების პროექტებს, კულტურას და მეცნიერებას მოიცავს.



საკუთარ წერილში მიხეილ ჯანელიძე გერმანია-საქართველოს მეგობრობის წლის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებსაც ეხება და ხაზს უსვამს 2018 წელს საპატიო სტუმრის სტატუსით ფრანქფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობას.



„ფრანქფურტის წიგნის ბაზრობა წარმოადგენს იმ პლატფორმას, რომელიც უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, რათა გერმანიაში და მთელ ევროპაში გავიტანოთ და პოპულარიზაცია გავუწიოთ არა მხოლოდ ქართულ ლიტერატურას, არამედ მთლიანად ქართულ კულტურას და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ მის კუთვნილებას ევროპული ცივილიზაციისადმი“, აღნიშნავს მიხეილ ჯანელიძე.



წერილის დასასრულს მიხეილ ჯანელიძე ხაზს უსვამს გერმანიის მნიშვნელობას დღევანდელ გამოწვევებით აღსავსე სამყაროში და საქართველოს მხრიდან თანადგომას და პარტნიორობას აღუთქვამს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი