გიორგი გახარია: ველოდებით, რომ მარტის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებიც პოზიტიური იქნება
13-04-2017, 07:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ექსპორტის დღეს გამოქვეყნებული მონაცემები კარგად აჩვენებს, რომ ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან ბაზარი სტაბილური ხდება, შესაბამისად, მოთხოვნაც მდგრადია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ეკონომიკა ამისთვის მზად იყოს“ ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ გააკეთა.

 


მინისტრის თქმით, არის მოლოდინი, რომ მარტის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებიც პოზიტიური იქნება.

 

 

„რეალურად ვხედავთ, რომ წელს, პირველი 3 თვის განმავლობაში გვაქვს ექსპორტის 30%-იანი ზრდა, აბსოლუტურ მაჩვენებლებში ეს არის 133 მილიონზე მეტი. მარტის მონაცემები ტურიზმში უკვე კარგია, დაახლოებით 22% გვაქვს და რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ მარტის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებიც იქნება პოზიტიური“ აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 


„2017 წლის იანვარ-მარტში ექსპორტი წინა წელთან შედარებით 30%-ით (133.7 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა და 577 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 15%-ით (221.2 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა და 1 708 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. 2017 წლის იანვარ-მარტში ასევე გაზრდილია საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 18%-ით და 2 285 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.

 


სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-მარტში 1 132 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50% შეადგინა, ამასთან, 2015 წელთან შედარებით 6%-ით, ხოლო 2016 წელთან შედარებით 4%-ით გაუმჯობესდა (2012 წელთან შედარებით 3%-ით).

 


ექსპორტი გაიზარდა შემდეგ პროდუქციაზე: ღვინო ( ზრდა 62%); მინერალური წყალი (ზრდა 17%); სპირტიანი სასმელები (ზრდა 18%) მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (ზრდა 155%), ცხვრის ხორცი (ზრდა 121%), თევზის ცხიმი (ზრდა 449%), ხილ-ბოსტნეულის კონსერვები (ზრდა 69%), უალკოჰოლო სასმელები (ზრდა 47%), ხილ-ბოსტნეულის წვენები (ზრდა 110%), ცხვარი ცოცხალი (ზრდა 4%); სამრეწველო პროდუქცია - სპილენძის მადნები (ზრდა 17%); ფეროშენადნობები (ზრდა 201%); მედიკამენტები (ზრდა 55%); ფოლადის ნახევარფაბრიკატები (ზრდა 343%); ხის ნაწარმი (ცხოველთა სახლები ზრდა 48%).

 


2016 წლის სექტემბრის შემდეგ, საქართველოდან საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა ფიქსირდება. ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2017 წლის იანვარში დაფიქსირდა, ზრდამ 45% შეადგინა. ამავე წლის თებერვალში ექსპორტი 13%-ით, ხოლო მარტში 36.4%-ით გაიზარდა.

 


მიმდინარე წლის მარტში, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა ფეროშენადნობები (67%), სპილენძის მადნები და კონცენტრატები (50%), მედიკამენტები (24%) და ყურძნის ნატურალური ღვინოები (67%).

 


ექსპორტის გაუმჯობესებულმა ტენდენციამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 2017 წლის იანვარსა და თებერვალში რეალურ ეკონომიკურ ზრდაში. შესაბამისად მოსალოდნელია, რომ 2017 წლის მარტში დაფიქსირებული ექსპორტის ზრდა ასევე დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე.

 


საგარეო მოთხოვნის გაუმჯობესების პარალელურად, მოსალოდნელია ექსპორტის შემდგომი ზრდა, რასაც ხელს შეუწყობს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებები.

 

 

საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის დივერსიფიკაციის შესაძლებლობების ზრდაზე. თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შესახებ წარმატებით დასრულებული და მიმდინარე მოლაპარაკებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას, შექმნის ექსპორტის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას, რაც საგარეო ვაჭრობის გზით გადმოცემულ ნეგატიურ ზეგავლენას მნიშვნელოვნად შეამცირებს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას", აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი