ქართველი ოფიცერი გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყებამ საუკეთესო უცხოელ სტუდენტად აღიარა
13-04-2017, 11:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერი, ლეიტენანტი ალექსანდრე პაპავაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყებამ საუკეთესო უცხოელ სტუდენტად აღიარა.


აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


უწყების ცნობით, ქართველმა კადეტმა სენდჰერსტის სამეფო სამხედრო აკადემიის „ოცეულის მეთაურთა საბრძოლო კურსები“ წარმატებით დაასრულა.

 

 

დაჯილდოების ცერემონიალი სამხრეთ უელსში, ბრეკონის ქვეითთა საბრძოლო სკოლაში 28 აპრილს იგეგმება. ღონისძიებაში მონაწილეობას საქართველოს ელჩი გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილი მიიღებს.

 

 

„ოცეულის მეთაურთა საბრძოლო კურსები“ მიზნად ახალგაზრდა ოფიცრების სამეთაურო უნარ-ჩვევების განვითარებას ისახავდა და ქართველმა ოფიცერმა მასში მონაწილეობა „გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს 2017-2018 წლების ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის“ ფარგლებში მიიღო.

 

 

ლეიტენანტი ალექსანდრე პაპავაძე დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის პროგრამის კურსდამთავრებულია. 2015 წელს უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის დასრულების შემდეგ, მან შეიარაღებულ ძალებში მსახური წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდლობაში სასწავლო კურსებზე ჩარიცხული ოფიცრების ჯგუფის მსმენელად დაიწყო. პარალელურად, 2015-2016 წლებში გაერთიანებულ სამეფოში უმცროს ოფიცერთა მომზადების პროგრამა გაიარა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი