19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა
13-04-2017, 11:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, სასტუმრო „ჰუალინგში" 19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

 

 

თბილისის და გორის სტადიონები კონტინენტის პირველობას 2-15 ივლისს უმასპინძლებენ.

 

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები (მთავარი მწვრთნელი გიორგი ყიფიანი), როგორც მასპინძელი, A ჯგუფში პირველ ნომრად იყო განთესილი. ქართველ ფეხბურთელებს მეტოქედ ჩეხეთის, შვედეთის და პორტუგალიის ნაკრები გუნდები ერგო. გიორგი ყიფიანის ნაკრები პირველ შეხვედრას 2 ივლისს პორტუგალიასთან ჩაატარებს, 5 ივლისს შვედეთს გაეჯიბრება, 8 ივლისს კი ჩეხეთს.

 

 

B ჯგუფში მოხვდნენ გერმანიის, ინგლისის, ბულგარეთის და ჰოლანდიის 19-წლამდელთა ნაკრები გუნდები.

 

 

წილისყრის ცერემონიალს ევროპის ჩემპიონატის ელჩი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-ფეხბურთელი და კაპიტანი ზურაბ ხიზანიშვილი გაუძღვა.

 

 

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების დებიუტი 2013 წელს, ლიტვაში შედგა. გია ცეცაძის გაწვრთნილმა გუნდმა B ჯგუფში იასპარეზა: მომავალ ფინალისტთან საფრანგეთთან ფრედ 0:0 ითამაშა, მომავალ ჩემპიონ სერბეთთან 0:1, ხოლო თურქეთთან 2:4 დამარცხდა. იმ ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში საქართველოს ნაკრების მეკარე ბაჩო მიქავა მოხვდა. 19-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი 2002 წლიდან ტარდება. 1957-1980 წლებში იუნიორთა პირველობა ეწყობოდა, 1981-2001 წლებში კი 18-წლამდელთა ჩემპიონატი. 19-წლამდელთა შორის ყველაზე მეტი ტიტული ესპანეთის ნაკრებმა მოიგო - 7, მეორე ადგილზე კი 3 გამარჯვებით საფრანგეთია. ეს ორი გუნდი წლევანდელ ევროპირველობაზე ვერ მოხვდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი