საქართველოს პრეზიდენტი მოქალაქეებს დედა ენის დღეს ულოცავს
14-04-2017, 06:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი მოქალაქეებს დედა ენის დღეს ულოცავს.

 

 

„1978 წლის 14 აპრილი ჩვენ უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია.

 


როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ ეროვნული ენებისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა გადაწყვიტა, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამოსული ათასობით ადამიანი წინ აღუდგა ამ განზრახვას. მათ უდიდეს ნაწილს ახალგაზრდობა შეადგენდა.

 


იმ სულისკვეთებისა და მუხტის დასახასიათებლად, რაც მაშინ მთლიანად საქართველოში ტრიალებდა, საკმარისია ვთქვათ, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ავტორიტარული ხელისუფლება იძულებული გახდა ხალხისათვის დაეთმო.

 


საბჭოეთის ისტორიაში პირველმა მშვიდობიანმა საპროტესტო დემონსტრაციამ არამხოლოდ ქართულს შეუნარჩუნა სახელმწიფო ენის სტატუსი, არამედ მთლიანად ბოლშევიკური იმპერიისთვის იქცა გარდამტეხ მოვლენად. სწორედ ამ დღემ მისცა პირველი ბიძგი ოთხმოციან წლებში ეროვნული მოძრაობის აღმავლობასაც.

 


ქართული ენის დაცვა ხომ ამავდროულად იმ სახელმწიფოს აღდგენისკენ სწრაფვა იყო, რომლის ხსოვნასა და იდეასაც თითოეული ქართველი გულით ატარებდა, რომლის თავისუფალ მოქალაქეებსაც დღეს ჩვენ ყველანი წარმოვადგენთ.

 


და თუმცა ჩვენ მშობლიურ ენას მსგავსი საფრთხე აღარასდროს დაემუქრება, პასუხისმგებლობა მის წინაშე განუწყვეტლივ გვაკისრია - რათა აღვუდგინოთ მისი განსაკუთრებული ადგილი მსოფლიო ცივილიზაციაში, ყველა ჩვენს თანამოქალაქეს ხელი შევუწყოთ ქართულის შესწავლაში და ამით განვამტკიცოთ მისი სახელმწიფო სტატუსი", აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი