„კეზერაშვილის ბრძანებით ჩამორთმეულ ქარხნის ანგარიშზე 48 მილიონი დოლარი დაჯდა“
03-02-2014, 12:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადიცია თუ ვერ მოხდება, ეს როგორც არაპროფესიონალიზმის, ისე საბოტაჟის ბრალიც იქნება. ექსპერტმა ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა.

 

 

 

"საინტერესოა, გადაგზავნილია თუ არა საფრანგეთში საქმეები იმის შესახებ, თუ როგორ წაართვა კეზერაშვილმა უამრავ ადამიანს ქონება? მე პირადად ბევრი კითხვა მაქვს აგვისტოს ომის პერიოდზე, იარაღით უკანონოდ ვაჭრობაზე. მაინტერესებს, რატომ დატოვეს ამდენი იარაღი სენაკისა და გორის ბაზებში? მაქვს მოწმეთა ჩვენებები, თუ როგორ სთხოვდნენ ოფიცრები ხელმძღვანელობას, გავანადგუროთ ეს იარაღი, რომ მტერს არ ჩაუვარდეს ხელშიო, მაგრამ ბრძანება არ მოდიოდა"- განაცხადა არეშიძემ.

 

 

არეშიძე ერთ ფაქტს იხსენებს - მისი თქმით, 2008 წლის სექტემბერში კეზერაშვილის ბრძანებით, ერთ-ერთი ქარხნის მეპატრონე ღამით მიიყვანეს ნოტარიუსთან და ქარხანა დაათმობინეს. ეს ქარხანა გარკვეულწილად სამხედრო შეკვეთებსაც ასრულებდა, დილით ამ ქარხნის ანგარიშზე დაჯდა 48 მილიონი დოლარი, საღამოს კი გაქრა. არეშიძის თქმით, ე.ი. საჭირო იყო ამ ქარხნის სასწრაფო გადაფორმება, რათა მის ანგარიშზე მეზობელი ქვეყნიდან, სომხეთიდან, თანხა დარიცხულიყო. ექსპერტი ეჭვობს, რომ ეს იარაღის უკანონოდ გაყიდვით მიღებული ფული იყო.

 

 

 

 

 

http://www.newspress.ge/presis-mimokhilva/36370-areshidze-thu-kezerashvilis-eqstradicia-ver-mokhda-es-araprofesionalizmis-da-sabotazhis-brali-iqneba.html 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი