ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე თეირანში საქართველოს პრემიერ მინისტრის ვიზიტის საკითხები განიხილეს
18-04-2017, 06:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ირანის ისლამურ სახელმწიფოში საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის მოსამზადებელი საკითხები განიხილეს საქართველოსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოჰამედ ჯავად ზარიფის ოფიციალური ვიზიტისას გამართულ შეხვედრაზე.

 

 

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

 

როგორც ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მიხელ ჯანელიძემ აღნიშნა, ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარების თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ მინისტრის მოსალოდნელი ვიზიტი ირანში, რომელიც მიმდინარე კვირის ბოლოს შედგება.

 

 

„დღეს ჩემს კოლეგასთან ერთად დეტალურად განვიხილეთ ვიზიტის მოსამზადებელი საკითხები, მათ შორის, მაღალი დონის შეხვედრები თეირანში. დარწმუნებული ვარ საქართველოს პრემიერ მინისტრის ვიზიტი ირანში სრულიად ახალ ბიძგს და დინამიკას შესძენს ქვეყნებს შორის შემდგომ თანამშრომლობას,“ განაცხადა მიხელ ჯანელიძემ.

 


შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე ვრცლად მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის, ხალხთაშორისი ურთიერთობის, კულტურის და განათლების სფეროში. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოში ირანელი ტურისტების მზარდი დინამიკა, რასაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული პირდაპირი ავიაფრენები.

 

 

როგორც ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა 2016 წელს ირანელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში 5-ჯერ გაიზარდა და ეს ტენდენცია კვლავ გრძელდება.

 


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა განათლების სფეროში თანამშრომლობის დიდ პოტენციალს, როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა საქართველოს მთავრობის სურვილია უმაღლესი განათლების მიღების მეტი შესაძლებლობა შესთავაზოს რეგიონის ქვეყნებს, მათ შორის, ირანელ სტუდენტებს.

 

 

„ამას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ირანული მხარის მიერ ქართული დიპლომების აღიარების საკითხი, რაზეც ვიმსჯელეთ დღეს ჩემს კოლეგასთან და ამ საკითხზე მუშაობა შესაბამისი უწყებების მიერ მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“ აღნიშნა მინისტრმა.

 


მინისტრებმა პერსპექტიულად მიიჩნიეს თანამშრომლობა სტარტაპებისა და ინოვაციების კუთხით. ამ მიმართულებით მიმოიხილეს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ირანის შესაბამის ტექნოლოგიურ ცენტრს შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები.

 


მინისტრებმა ხაზი გაუსვეს მიმდინარე წელს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის საიუბილეო თარიღს, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ამ წლების განმალობაში საქართველოსა და ირანს შორის ჩამოყალიბდა მეგობრული, კეთილმეზობლური თანამშრომლობა.

 


შეხვედრის დასასრულს, მიხეილ ჯანელიძემ ირანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მუდმივი და ურყევი მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ მუჰამედ ჯავად ზარიფმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს მოწვევისთვის და მასპინძლობისთვის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი