იუსტიციის სახლთან მიმდინარე აქციაზე აქციის მონაწილეებსა და პატრულისა და დაცვის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია 1 მოქალაქე. აქციის მონაწილეებმა ცენტრალურ შესასვლელი ჩაკეტეს. სამართალდამცველები შეეცადნენ, რომ ისინი ტერიტორიიდან გაეყვანათ და შესასვლელი გაეხსნათ, თუმცა ამის საშუალება აქციის მონაწილეებმა არ მისცეს.
აქციის მონაწილეები კვლავ რჩებიან ცენტრალურ შესასვლელთან, რის გამოც შესასვლელი დაკეტილია. იუსტიციის სახლში მოქალაქეები შესვლას და გამოსვლას გვერდითი შესასვლელიდან ახერხებენ. აქციას იპოთეკით დაზარალებულები და ე.წ. ატსტუპნიკები მართავენ. ისინი იუსტიციის სამინისტროსგან და მთავრობისგან გამოსახლებაზე მორატორიუმის გამოცხადებას, ასევე იუსტიციის მინისტრთან, თეა წულუკიანთან შეხვედრას ითხოვენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.