მიხეილ ჯანელიძემ და მოჰამედ ჯავად ზარიფმა სამხრეთ სატრანზიტო დერეფნის განვითარების შესაძლებლობები დადებითად შეაფასეს
18-04-2017, 06:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დღეს საქართველო, როგორც ევროპული სახელმწიფო, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესით მონიჭებული განსაკუთრებული შესაძლებლობებით, წარმოადგენს ერთგვარ კარიბჭეს აზიური ქვეყნებისთვის ევროპაში და პირიქით. საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ხელს უწყობს ქვეყნის ამ ფუნქციის განვითარებას“ - საგარეო უწყების ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ირანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდგომ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 


როგორც ჯანელიძემ აღნიშნა კოლეგასთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველო ირანის თანამშრომლობას სატრანზიტო დერეფნის განვითარების მიმართულებით, როგორც სახმელეთო - სარკინიგზო, ასევე საზღვაო გადაზიდვების კუთხით. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით საქართველოს მთავრობა დაინტერსებულია განავითაროს ეს მიმართულება და უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, რაც გამოიხატა სარკინიგზო გადაზიდვის ერთიან სატარიფო სისტემის დამკვიდრებაში, ასევე საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიესალმა აზერბაიჯანი-ირანის დამაკავშირებელი სარკინიგზო მონაკვეთის დასრულებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს გავლით აზიიდან ტვირთების ტრანსპორტირებას ზრდას ევროპის მიმართულებით.

 

 

სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ბიზნეს თანამშრომლობა დასახელდა ორი ქვეყნის თანამშრომლობის დღის წესრიგის პრიორიტეტულ მიმართულებად. ხაზი გაესვა ამ მხრივ არსებულ დადებით დინამიკას, კერძოდ მიმდინარე წლის მხოლოდ 2 თვის მონაცემებით გასულ წელთან შედარებით ორმხრივი ვაჭრობა 50% -ით არის გაზრდილი, ირანული ინვესტიციების მოცულობა კი 90%-ით გაიზარდა.

 

 

„ჩვენს ქვეყანაში არის ხელსაყრელი ბიზნესკლიმატი და საინვესტიციო გარემო, რასაც მოწმობს თუნდაც ის ფაქტი, რომ ბოლო ერთი წლის განმალობაში დაფიქსირდა ირანული ინვესტიციების 90%-იანი ზრდა საქართველოში. თუმცა, პოტენციალი საკმაოდ დიდია და ჩვენ შევთანხმდით, რომ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით.“ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 

ამ კუთხით განსაკუთრებით აღინიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტისას საქართველო-ირანის ბიზნეს ფორუმის გამართვა, რომელშიც დელეგაციაში მყოფი ირანელი ბიზნესმენები მიიღებენ მონაწილეობას.

 

 

„ეს ფორუმი კიდევ ერთი ეფექტური საშუალებაა ირანელი ბიზნესმენებისთვის გაეცნონ საქართველოს შესაძლებლობებს, ქართველი ბიზნესმენებს კი საშუალება მიეცემათ დაამყარონ პირდაპირო კონტაქტები ირანელ პარტნიორებთან და განავითარონ შემდგომი საქმიანი კავშირები“ აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი