საქართველოს პრეზიდენტი ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
18-04-2017, 10:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მოჰამად ჯავად ზარიფს შეხვდა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა სტუმარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტისა და ე.წ საელჩოს გახსნის შესახებ აღშფოთება გამოთქვა.

 


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა, თავის მხრივ კი, საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სტუმარს გამოხატული მხარდაჭერისათვის.

 


მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს გეოპოლიტიკური როლის მნიშვნელობას აღნიშნული ურთიერთობების განვითარების საკითხებში. საუბარი შეეხო ასევე რეგიონულ თანამშრომლობას საქართველო-ირანი-აზერბაიჯანის კონტექსტში და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციების გააქტიურებას.

 


გიორგი მარგველაშვილს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის მოწვევა გადასცა.

 


„ჩვენ ამ რეგიონს ვუყურებთ, როგორც თანამშრომლობის რეგიონს და ნებისმიერი სახის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა, რა თქმა უნდა, სტაბილურობას შეუწყობს ხელს. ამ მიმართულებით უნდა გავააქტიუროთ ჩვენი თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ ურთიერთობებში, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში“, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა, რომელიც შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან და პოლიტიკურ მდივან ფიქრია ჩიხრაძესთან ერთად ესწრებოდა.

 


შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე, ირანის სავაჭრო პალატის და სახელმწიფოს ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენლები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი