ლევან იზორია: საფრანგეთი რჩება ჩვენ სტრატეგიულ მოკავშირედ და უფრო დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი სამხედრო აღმშენებლობის საქმეში
19-04-2017, 02:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამუშაო ვიზიტად საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ლევან იზორიას ფრანგი კოლეგა ჟან-ივ ლე დრიანი მასპინძლობს.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პირისპირ შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას საფრანგეთში მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება საქართველოს მიმართ საფრანგეთის მრავალწლიან პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერაზე გაამახვილა.

 


შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერება იყო. აღინიშნა, რომ ქართული მხარე კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებს კარგად ასრულებს. მინისტრებმა კონტრაქტის მომდევნო ეტაპის შესახებ იმსჯელეს, რაც თავდაცვითი სისტემის გამოყენებისთვის მიზნად ქართველი სპეციალისტების გადამზადებას ისახავს.

 


საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებაში საფრანგეთის ჩართულობის დინამიკას.

 

 

„საფრანგეთის მხრიდან დინამიკა მზარდია, კერძოდ, წელს შავ ზღვაში მორიგი სამხედრო ხომალდის გამოგზავნა იგეგმება, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ემსახურება. საფრანგეთი ჩვენ სტრატეგიულ მოკავშირედ რჩება და ჩვენი სამხედრო აღმშენებლობის საქმეში უფრო დიდ წვლილს შეიტანს“, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

 


უწყების ინფორმაციით, მინისტრები თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებსაც შეეხნენ, მათ შორის, სამხედრო-ტექნიკურ და სამხედრო განათლების კუთხითაც. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხაზი საჩხერის სამთო მომზადების სკოლის დაარსებასა და განვითარებაში საფრანგეთის წვლილს გაუსვა და განაცხადა, რომ სამთო სკოლა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის უმნიშვნელოვანეს ქვაკუთხედს და წარმატებულ პროექტს წარმოადგენს.

 


მინისტრებმა ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით საერთაშორისო მისიებში საქართველოსა და საფრანგეთის ერთობლივ მონაწილეობაზეც იმსჯელეს. ფრანგ კოლეგასთან საუბრისას ლევან იზორიამ მზაობა გამოთქვა, საქართველომ ოცეულის დონის ქვედანაყოფი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2018 წლის სექტემბრამდე შეინარჩუნოს.

 


შეხვედრის დასასრულს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფრანგ კოლეგას საქართველოში, ოქტომბერში დაგეგმილ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-11 კონფერენციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ფორუმში საფრანგეთიდან მაღალი დონის დელეგაციის მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი